სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჟურნალის ელექტრონული ფორმით წარმოებას მივესალმები“- დიდი პამაჯის საჯარო სკოლის დირექტორი აკოფ პოზოიანი
09-09-2021
-
+


მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება; რამდენად სწორად მიაჩნია აღნიშნული ცვლილება, არიან თუ არა მასწავლებლების სიახლეებისთვის მზად და რა მოლოდინები აქვს 2021-2022 სასწავლო წლისგან, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი პამაჯის საჯარო სკოლის დირექტორი, აკოფ პოზოიანი etaloni.ge-სთან საუბრობს.

- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?

- მიმაჩნია, რომ ახალი სასწავლო წელი მოსწავლეებისთვისაც და პედაგოგებისთვისაც გამოწვევებით აღსავსე იქნება. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, წინა სასწავლო წელს უამრავ პრობლემას გადავაწყდით, მაგალითად იმას რომ ყველა მოსწავლე თანაბარ პირობებში არ იყო, რაც თავისთავად მათ აკადემიურ მოსწრებაზე აისახა.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?

- ჟურნალის ელექტრონული ფორმით წარმოება ჩემთვის სავსებით მისაღებია და ამ წამოწყებას ნამდვილად მივესალმები, თუმცა სკოლაში ინტერნეტი აუცილებლად გამართულად უნდა ფუნქციონირებდეს, რომ რაიმე სახის დაბრკოლება არ წარმოიშვას.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?

- ჩემი სკოლის მასწავლებლებიც და მეც ერთხმად ვთანხმდებით, რომ ვაქცინაცია თითოეული მოქალაქისთვის ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?

- პირველ რიგში საჭიროა ოჯახებმა ბავშვები კომპიუტერებით და სხვა საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყონ, რათა გაკვეთილებს შეუფერხებლად ესწრებოდნენ. ასევე, მიმაჩნია რომ მშობელი მასწავლებლებთან უნდა თანამშრომლობდეს და შვილის სასწავლო პროცესს თვალყურს ადევნებდეს. სასურველია, მშობლებმა შვილების მასწავლებლების აზრი და რჩევები გაითვალისწინონ.

- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე ?

- სკოლაში ერთი წამყვანი და ორი უფროსი პედაგოგი გვყავდა. ამ სასწავლო წელს კი მათ რიგებს კიდევ ორი უფროსი პედაგოგი შეემატა, დანარჩენებს  სამწუხაროდ ქულები დააკლდათ, მაგრამ არიან დიდი შემართებით. აპირებენ ტრენინგების გავლას და მომავალ წელს გამოცდაზე კვლავ გავლენ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება