სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შემოქმედის საჯარო სკოლაში წიგნიერების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
09-09-2021
-
+


აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზაფხულო არდადეგების მიუხედავად სხვადასხვა აქტივობებში, დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

სკოლის მოსწავლეებმა წიგნიერების საერთაშორისო დღე აღნიშნეს და სხვა მოსწავლეებისთვის მაგალითის მიმცემნი გახდნენ. სკოლის მოსწავლეები წიგნებისა და კითხვის სიყვარულით გამოირჩევიან. 

აღსანიშნავია, რომ ქართული ენის და ლიტერატურის წამყვან პედაგოგს, ნათელა ვაშალომიძეს მკითხველთა კლუბი ჰქონდა შექმნილი, სადაც მოსწავლეები პრეზენტაციებს ძალიან მაღალ დონეზე აკეთებდნენ. თითოეული მათი პრეზენტაცია შემოქმედებითა და მხატვრული ღირებულების მაღალი მატარებელი იყო. მათ ღონისძიებებს ესწრებოდნენ როგორც მოსწავლეები, ისე პედაგოგები და მშობლები. მოსწავლეები დიდი სიხარულითა და აქტიურობით მონაწილეობდნენ ღონისძიებებში და შესაბამისად, მათთვის უცხო არაა წიგნების კითხვა, ერთმანეთისთვის გაზიარება და პრეზენტაციის გაკეთება, რათა პოპულარიზება გაუწიონა რომელიმე წიგნს ან ავტორს.

ასევე, დაწყებითი კლასების მასწავლებლები მოსწავლეებს ხშირად სწავაზობენ კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას. განიხილავენ სხვადასხვა საინტერესო თემებს, როგორებიცაა: მეგობრობა, სიყვარული, ოჯახი, მოქალაქეობა და ამ თემებზე მიძღვნილ მცირე ნაწარმოებებს.

შემოქმედის საჯარო სკოლის  მოსწავლეები ბავშვები ძალიან აზრიანად და ჭკვიანურად  განიხილავენ მოთხორობებში მოცემულ საკითხებს, მსჯელობენ და ქმნიან ნახატებს. კლასის ხელმძღვანელები და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ცდილობენ ხელი შეუწყონ კითხვისა და წიგნების პოპულარიზაციას.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება