სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გამოცდილება გვავარაუდებინებს, რომ სასწავლო წელი ნებისმიერი ფორმატით წარმატებით წარიმართება“-ტარიელ მიქელაძე, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი
09-09-2021
-
+


მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება; რამდენად სწორად მიაჩნია აღნიშნული ცვლილება, არიან თუ არა მასწავლებლები სიახლეებისთვის მზად და რა მოლოდინები აქვს ახალი სასწავლო წლისგან, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ​ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე საუბრობს.

- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?

- 2021-2022 სასწავლო წელი გამოწვევებს გვპირდება, მაგრამ გასული წლის გამოცდილება, მასწავლებელთა პროფესიონალიზმი და მშობელთა ჩართულობა გვავარაუდებინებს რომ სასწავლო წელი ნებისმიერი ფორმატით წარმატებით წარიმართება.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?

- აღნიშნული ცვლილება ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის სიახლე არ არის, უკვე გასულ სასწავლო წელს, ელექტრონულ ჟურნალს სკოლის ყველა მასწავლებელი აწარმოებდა, საწყის ეტაპზე, როგორც მოსალოდნელი იყო, გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა. საბოლოო ჯამში, პედაგოგებმა გამოწვევებს წარმატებით გაართვეს თავი. ვფიქრობთ, ელექტრონული ჟურნალის დანერგვა სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობას გაზრდის და სკოლასთან კომუნიკაციას გააუმჯობესებს.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?

- ახალსოფლის საჯარო სკოლის 55 თანამშრომლიდან 47 უკვე ვაქცინირებულია. ვფიქრობ, უსაფრთხო სკოლის უზრუნველსაყოფად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები ყველა თანამშრომელმა უნდა გაითვალისწინოს. თუ ყველა მასწავლებელი აიცრება, ვირუსიც ნაკლებად გავრცელდება.

- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?

- პირველკლასელ მოსწავლეებს სკოლისთვის საჭირო საბაზო უნარები ჯერ არ აქვთ გამომუშავებული, რაც დისტანციური სწავლებისას მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენი პედაგოგები, როგორც ტრადიციული, ისე დისტანციური სწავლებისთვის აქტიურად ემზადებიან და ფორმატის მიუხედავად, მაქსიმალურად ცდილობენ მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენასა და განვითარებაში დაეხმარონ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება