| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

უნივერსიტეტებში პირისპირ სწავლის განახლება დამოკიდებულია, როგორც ინფიცირებულთა კლების მაჩვენებელზე, ასევე სტუდენტებისა და ლექტორების ვაქცინაციაზე. ამის შესახებ არაერთხელ განაცხადეს ხელისუფლებისა, თუ სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლებმა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ სტუდენტთა ვაქცინაციის ტემპი მაღალი არ არის და მათ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს:
„უფრო საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლების დაწყების პროცესი. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი.
ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პედაგოგ-მასწავლებლებთან ერთად, გააქტიურდნენ სტუდენტებიც და დროულად ჩაიტარონ აცრა“.
მისივე თქმით, სკოლებში მასწავლებელთა ვაქცინაციის ტემპი „საიმედოა“ და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, შესაძლებელი იქნება სწავლის სასკოლო გარემოში გაგრძელება.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო