| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სკოლის 9 აბიტურიენტი გავიდა და ცხრავე სტუდენტი გახდა. სკოლის ოქროსმედალოსანმა ანანო ბერაძემ კი 100%-იანი გრანტი მოიპოვა.
სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს.
„სკოლას 2020-2021 სასწავლო წელს ჰყავდა 16 კურსდამთავრებული, აქედან 9 აბიტურიენტი და ცხრავე გახდა სტუდენტი. რაც შეეხება გრანტს, გვყავს 100%-იანი გრანტით ანანო ბერაძე, სკოლა დაამთავრა ოქროს მედალზე, ჩაირიცხა თსუ-ში. ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლა ტრადიციებს აგრძელებს 100% გრანტით აბიტურიენტი ეს უკვე სიით მეშვიდეა.
ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ჩვენს კურსდამთავრებულებს სტუდენტობას, უსურვებს ცხოვრების ამ ახალ გზაზე წარმატებებით ევლოთ, და ოცნებებით ეფრინოთ“,-აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ