სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გიორგი მზად არის ყოველთვის ემსახუროს და დაიცვას სამშობლო“- ცერონისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩაირიცხა
06-09-2021
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული გიორგი წოწოლაშვილი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩაირიცხა.

ინფორმაციას ამის შესახებ სკოლის დირექტორი თამარ ფარასტაშვილი ავრცელებს. იგი ულოცავს კურსდამთავრებულს ამ წარმატებას და სჯერა, რომ გიორგი წოწოლაშვილი დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნისთვის საკეთილდღეო საქმეში.

„გიორგი წოწოლაშვილს ვულოცავ მიღწეულ წარმატებას, ცხოვრების ახალ ეტაპზე პროფესიულ წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებ. გიორგი დიდ დროს უთმობდა სწავლას, ყველა საგანში ჰქონდა მაღალი აკადემიური მოსწრება. სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის მაგალითს აძლევდა მეგობრებს. ასევე, ეფექტურად იყენებდა სწავლისთვის განკუთვნილ დროს. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, ყოველთვის ზრუნავდა საკუთარ განვითარებაზე.

მინდა აღვნიშნო მისი  ეფექტური კომუნიკაციის უნარი, რადგან ყოველთვის ახერხებდა არსებული გამოწვევების გაანალიზებასა და ალტერნატიული გადაჭრის გზების მოფიქრებას.

მშობლების როლი  კი დიდი და ფასდაუდებელია. ქალბატონო ნუნუ და ბატონო თენგიზ, თქვენ აღზარდეთ ის ასეთ საამაყო შვილად, რომელიც ასახელებს ოჯახს, სკოლასა და ჩვენს სამშობლოს. სწორედ თქვენ გეკუთვნით ამ ღვაწლისათვის პატივისცემა და მადლიერება ჩემგან.

გიორგი თავისი გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დემოკრატიისა და უსაფრთხოების განვითარებაში. მჯერა რომ გიორგი ნამდვილი პატრიოტია, მზად არის ყოველთვის ემსახუროს სამშობლოს და დაიცვას ის.“,- წერს  თამარ ფარასტაშვილი, ცერონისის საჯარო სკოლის დირექტორი.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება