სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 121-ე წარმატებული შემოდგომა და მზადება ახალი სასწავლო წლისთვის
03-09-2021
-
+


ქუთაისის N17 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს წარმატებებით იწყებს.  კურსდამთავრებულთა და პედაგოგთა მიღწევებს თავად ქუთაისის  N17 საჯარო სკოლა გვიზიარებს.

„მე-17 სკოლის 121-ე შემოდგომაა. როგორია ის ჩვენთვის, დავიწყოთ ციფრებით, 2021 წლის პირველი სექტემბრისთვის სკოლის მოსწავლეთა საერთო რაოდენობა 1700, (გასულ წელს გახლდათ-1569), მათ შორის 175 პირველკლასელი, 2021 წელს სკოლა 72 მოსწავლემ დაამთავრა, 62 აბიტურიენტიდან სტუდენტი გახდა 54, მათ შორის 100% დაფინანსება მოიპოვა ორმა, 50% დაფინანსება - ათმა კურსდამთავრებულმა, ისინი სწავლას გააგრძელებენ საქართველოს 10 სხვადასხვა საუკეთესო უმაღლეს სასწავლებელში:
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 3. შავი ზღვის უნივერსიტეტი 4. კავკასიის უნივერსიტეტი 5. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 6. საქართველოს უნივერსიტეტი 7. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 8. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი 9. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 10. ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი.
კარიერული წინსვლის გზაზე წარმატებები აქვთ პედაგოგებს: გიორგი ბასილაძეს, თიკო ნარჩემაშვილს, ნინო ჯანელიძეს, ირინა კუდრიავცევას, დარეჯან ჭანკვეტაძეს, ია მაჩიტიძეს, ინგა იმედაძეს, იამზე ფირანაშვილს და ნინო ცომაიას.
მე-17 საჯარო სკოლის სრულიად კურსდამთავრებულებო-საქართველოს მოქალაქეებო, მოსწავლეებო, მშობლებო,  პედაგოგებო და გულშემატკივრებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წინ წარმატებებით, ახალი გამოწვევებითა და შესაძლებლობებით სავსე 2021-2022 სასწავლო წელი გველოდება“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება