| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კვირიკეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნათია მიქელაძე ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას. სკოლაში იმედოვნებენ, რომ მომავალშიც ბვრჯერ იამაყებენ მათი წინსვლით.
„კვირიკეთის საჯარო სკოლის 5 კურსდამთავრებულიდან სამი სტუდენტი გახდა: დაჩი კალანდაძე, თამუნა დავითაძე და ნინი კეჭაყმაძე. სასიხარულოა რომ ისინი ცხოვრების ახალ ეტაპზე დიდი წარმატებით გადავიდნენ და დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ მრავალ მწვერვალს დაიპყრობენ მომავალში.
წლევანდელი შედეგები დასტურია იმისა, რომ კლასში 3 ოქროს მედალი დამსახურებულად გაიცა. ნინო, თამუნა და დაჩი-თქვენ შეძელით პანდემიის გამო შექმნილი რთული სიტუაციის მიუხედავად საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოვლენა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ აბიტურიენტებმა სასურველ ფაკულტეტზე დაფინანსების მოპოვებაც შეძლეს:
გილოცავთ სტუდენტებო და მასწავლებლებო, რომლებმაც მცირე დროით მაინც ითანამშრომლეთ ამ კლასთან. გვიხარია და გვეამაყება თქვენი წარმატება!“,- წერს ნათია მიქელაძე, კვირიკეთის საჯარო სკოლის დირექტორი.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება