სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გავუფრთხილდეთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობას“ - განათლების მინისტრი სრულად ვაქცინირებულებულია 
30-08-2021
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სისტემის ყველა წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პანდემიასთან გამკლავება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი:

„დღეს ავიცერი ფაიზერის მეორე დოზით პედაგოგებთან, პროფესორ - მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლების ჯგუფთან ერთად. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პანდემიის პერიოდში აცრა ეს არის თავდაცვის საუკეთესო საშუალება. შესაბამისად, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, რომ აიცრან. გავუფრთხილდეთ ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას“.

აცრის მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ სამინისტროში, არამედ უმაღლეს სასწავლებლებსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9-დან 46 %-მდე გაიზარდა და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

აღსანიშნავია, რომ განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის ამცრელი კაბინეტები საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში არის გამოყოფილი და აქტიურად მიმდინარეობს როგორც საჯარო და კერძო სკოლების, ასევე პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაცია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება