სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მანდატურის სამსახურმა 27 ვაკანსია გამოაცხადა- სოცმუშაკის შესარჩევი კონკურსის დეტალები
26-08-2021
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა სოციალური მუშაკების შერჩევის კონკურსი გამოაცხადა. სულ 27 ვაკანსიაა. ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, თბილისში 5, მცხეთის მუნიციპალიტეტში 2; გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2, გორის მუნიციპალიტეტში 1; გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2, მარნეულის მუნიციპალიტეტში 2, ახალციხის მუნიციპალიტეტში - 2, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2, ფოთში 1, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 1, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 1, ქუთაისში 2.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: უმაღლესი განათლება; სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი; სოციალური მუშაობის, სოციალური მუშაობის საუნივერსიტეტო პრაქტიკის ან სკოლაში მოხალისეობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება; სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა.

შრომის ანაზღაურება დარიცხული 1200 ლარია, გამოსაცდელი ვადა კი 3 თვე. 

 ფუნქციები:

  • სოციალური მომსახურების გაწევა საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის;
  • საგანმანათლებლო დაწესებულების ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან სამსახურის მიერ შემუშავებული და დანერგილი სოციალური მომსახურების მიწოდება და სოციალური ინტეგრაციის მხარდამჭერი პროექტების განხორციელება;
  • საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის, პედაგოგებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის საგანმანათლებლო ტრენინგებისა და საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების  ჩატარება;
  • ვიზიტების განხორციელება სკოლებსა და ოჯახებში, ასევე საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლების, პედაგოგების ინფორმირებასა და სოციალურ კონსულტირება;
  • კრიზისულ საკითხებზე მუშაობა;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საკითხებზე მუშაობა.

ელექტრონულ ფოსტაზე გასაგზავნი დოკუმენტაცია:

სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;

სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი (იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს არ აქვს უმაღლესი განათლება სოციალური მუშაობის მიმართულებით);

სოციალური მუშაობის, სოციალური მუშაობის საუნივერსიტეტო პრაქტიკის ან სკოლაში მოხალისეობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება 25 აგვისტოდან დაიწყო და 3 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება