სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აცრაზე უარის თქმით კანონს არღვევთ თუ არა - რა წერია ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში
26-08-2021
-
+


მასობრივმა ვაქცინაციამ და აცრისკენ მოწოდებებმა საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი, ვისაც აცრა არ სურთ, ამბობენ, რომ ასეთი მოწოდებებით მათი უფლებები ილახება. etaloni.ge დაინტერესდა, როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ეპიდემიისა და პანდემიის დროს. ამ საკითხს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს. გთავაზობთ ამონარიდებს:

თავი II. მოსახლეობისა და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში (მუხლი 5)

  1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია:
  • არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას;
  • გადამდები დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების საშიშროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, ჩაიტაროს ყველა სამედიცინო პროცედურა, რომელიც აუცილებელია სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად;
  • შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას;
  • დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები;
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია წარმოებასა და ტექნოლოგიურ პროცესებში სანიტარიული ნორმების დარღვევით გამოწვეული ყველა საგანგებო სიტუაციის შესახებ;
  • სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში ჩაიტაროს ვაქცინაცია გადამდები დაავადებების აფეთქების ან ფართოდ გავრცელების, ანდა ეპიდემიის დაწყების საშიშროებისას;
  • ჩაიტაროს პროფილაქტიკური აცრა, თუ მისი საქმიანობა დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან;
  • დაიცვას პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში.
  1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანის უფლებაა:
  • სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში დაცული იყოს გადამდები დაავადებებისაგან;
  • უარი თქვას პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე, თუ საქმე არ ეხება ეპიდემიას ან პანდემიას. პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე უარის თქმის უფლება არ აქვს იმ პირს, რომლის საქმიანობაც
  • დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან;
  • ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში;
  • დროულად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია პროფილაქტიკური აცრის არსისა და აუცილებლობის, მოსალოდნელი კლინიკური გამოსავლის, აცრასთან დაკავშირებული რისკისა და აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლო შედეგების შესახებ.

ამ მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობა ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.

ამავე კანონშია გაწერილი პანდემიის დროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამინისტროს უფლებები და მოვალეობები:

მუხლი 12. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიისა და პანდემიის დროს საგანგებო სიტუაციების მართვა:

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემია და პანდემია განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას, რომლის მართვა ხორციელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიისა და პანდემიის დროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამინისტროს უფლებებიდა მოვალეობებია:

ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიითა და პანდემიით გამოწვეული სიტუაციის მართვის კოორდინაცია;

ბ) ეპიდემიური კერის საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით გადაწყვეტილების მიღება;

გ) ეპიდემიურ კერაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის სამედიცინო შემოწმების გავლის მოთხოვნა;

დ) ეპიდემიურ კერაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური პირის მიმართ შესაბამისი სამსახურების მეშვეობით საკარანტინო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;

ე) საჭიროების შემთხვევაში ეპიდემიურ კერაში მყოფი პირის ევაკუაციის უზრუნველყოფა;

ვ) ეპიდემიის დროს ეპიდემიურ კერაში ფიზიკური პირების შესვლის და ამ კერიდან მათი გამოსვლის კონტროლის უზრუნველყოფა;

ზ) ეპიდემიურ კერაში ტრანსპორტის შესვლის და ამ კერიდან მისი გამოსვლის კონტროლის უზრუნველყოფა;

თ) ნებისმიერი ტიპის ბარგის, საქონლისა და საფოსტო გზავნილის ინსპექტირების უზრუნველყოფა;

ი) სათანადო ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მიზნით მატერიალური რესურსებისა და ტრანსპორტის მობილიზება;

კ) ეპიდემიის დროს საზოგადოების მასმედიის მეშვეობით ინფორმირების უზრუნველყოფა;

ლ) ავადმყოფების ჰოსპიტალიზაციისა და იზოლაციის ორგანიზება;

მ) ავადმყოფებთან კონტაქტში მყოფი პირების მიმართ საკარანტინო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;

ნ) სურსათის წარმოების, მიწოდებისა და ტრანსპორტირების კონტროლის უზრუნველყოფა;

ო) მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით მომარაგებისა და დაბინძურებული წყლის გაუვნებლების სამუშაოების ორგანიზება;

პ) გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების უზრუნველყოფა;

ჟ) მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ერთად საგანგებო სიტუაციის ზონიდან გამომავალ ყველა მარშრუტზე საკონტროლო პუნქტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

ასევე კანონის 35-ე მუხლის მიხედვით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის ერთობლივად ადგენენ სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს.

კანონს სრულად გაეცანით ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

მასწავლებლებისთვის - საგამოცდო დრო, მაქსიმალური ქულები და შეფასების კრიტერიუმები საგნების მიხედვით, ცნობილია

ცნობილია, რა კრიტერიუმებით შეაფასებენ აბიტურიენტების ნაშრომებს და რა იქნება თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დრო

 

„3 წლის ბავშვი იატაკზე იწვა, შიშველი... როცა ადგა, მასწავლებელმა ისევ დააწვინა და „პროსტინა“ გადააფარა, როგორც გვამს“ - ძალადობა თბილისის კერძო ბაღში

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

მოსწავლეებმა დაუვიწყარი დრო გაატარეს, სკოლის ისტორიას კი კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი შეემატა

პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციამ ახალგაზრდას წარმატებები უსურვეს და წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცეს

მოსწავლეებმა ბევრი იმხიარულეს და დაუვიწყარი დრო გაატარეს
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება