სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

სკოლაში დაბრუნების რა წესები დააწესეს ევროპულმა ქვეყნებმა?
26-09-2021
-
+


ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ სასწავლო წლის დაწყების წინ, „დელტა“ შტამის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით, ზომები უკვე მიიღო.

საფრანგეთში შემუშავებულია ოთხი სცენარი, რომლებითაც ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე სასწავლო დაწესებულებებმა უნდა იხელმძღვანელონ.

პირველი სცენარით, რომელიც მწვანე დონეს გულისხმობს მოსწავლეებს შეუძლიათ დამცავი ნიღბებიც არ ატარონ, ამავე დროს პირბადე აუცილებელია ყვითელ და სხვა დონეებზე. 

წითელი და ნარინჯისფერი დონეები ითვალისწინებენ ონლაინ სწავლებას ნახევარი კლასისთვის და ფიზიკურ დასწრებას მეორე ნახევრისთვის, შემდეგ ჯგუფები იცვლება.

ასევე საფრანგეთში ახალი წესი გაჩნდა, ახალი სასწავლო წლიდან აცრილი მოსწავლეები სკოლაში დარჩენას შეძლებენ, თუ მათ კლასში COVID-19-ის შემთხვევა დაფიქსირდა. სამაგიეროდ, აუცრელმა მოსწავლეებმა სწავლა დისტანციურად უნდა გააგრძელონ. ახალი წესი მოსწავლეებს 12 წლიდან ეხებათ. მშობლების თანხმობით, კი მოსწავლეები ვაქცინის გაკეთებას საგანმანათლებლო დაწესებულებებთან არსებულ ცენტრებში შეძლებენ.

შენობაში ყველა მასწავლებელმა და სკოლის სხვა თანამშრომელმა უნდა ატაროს პირბადე, ნარინჯისფერ და წითელ ზონებში კი - ქუჩაშიც. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მასწავლებლების 80%-ზე ცოტა მეტი უკვე აიცრა. 

აცრილი მასწავლებლების ანალოგიური პროცენტია იტალიაში. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებმა სექტემბრიდან შარშანდელი რეგულაციების დაცვის რეკომენდაცია გასცეს. ნიღბის ტარება და დისტანციის დაცვა- ორი უცვლელი წესია. 

ესპანეთში ბავშვები სკოლებში წავლენ, მაგრამ მოსწავლეებმა 1,5-მეტრიანი დისტანცია უნდა უნდა დაიცვან, ასევე 7-წლიდან ბავშვებმა პირბადეები უნდა ატარონ. 

ეპიდემიოლოგების დაწესებული საერთო წესების გათვალისწინებით,  დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრ თითოეულ ქვეყანაში, ინდივიდუალურ ზომებს იღებენ. მაგალითად, შოტლანდიაში, თუ მოსწავლის კოვიდზე ტესტი დადებითია, ის 10 დღით იზოლაციაში გადადის. ისინი, კი ვისაც ინფიცირებულ მოსწავლეებთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა, ასევე თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ, სანამ ტესტს არ ჩაიტარებენ. თუ მისი შედეგი უარყოფითია. ბავშვს სკოლაში დაბრუნება შეუძლია. 

რუმინეთში ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ბავშვები სასწავლო წელს სკოლის კედლებში დაიწყებენ. როგორი ანტიეპიდემიოლოგიური წესები იმუშავებს ახალ სასწავლო წელს, ჯერჯერობით უცნობია. ქვეყანაში 60%-ზე მეტი მასწავლებელი აცრილია. 

გერმანიაში კი სასწავლო წლის დაწყების წინ საბავშვო ბაღებისა და სკოლების პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას განიხილავენ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება