სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მთავრობამ სავალდებულო ტესტირების წესში ცვლილება შეიტანა და ახალი შეზღუდვები დაამტკიცა - დეტალები
14-08-2021
-
+


სავალდებულო ტესტირების წესში ცვლილება შევიდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ახალი ბრძანებით, ორგანიზაციებში სავალდებულო ტესტირებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შრომის ინსპექცია შეადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს:

„კონტროლის განხორციელების დროს პირის მიმართ კონტროლის განხორციელებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შედგება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ფორმისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 20 აპრილის №01-36/ნ ბრძანებით (შემდგომში – მინისტრის 2021 წლის 20 აპრილის №01-36/ნ ბრძანება) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

ხოლო რაც შეეხება შეზღუდვებს, რომელიც 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე პერიოდს ითვალისწინებს, ბრძანებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს, დეტალურადაა გაწერილი, რა სახის ღონისძიებები იკრძალება:

2021 წლის 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ქ. თბილისის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩერდება რეგულარული სამგზავრო გადაყვანა (გარდა რუსთავი-თბილისისა), ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით სამგზავრო გადაყვანა.“.

აკრძალულია ნებისმიერი ტიპის სპორტული (გარდა საერთაშორისო მატჩებისა), გასართობი, სახელოვნებო, საფესტივალო და კულტურული (გარდა სათეატრო და კინემატოგრაფიული ხასიათის) ღონისძიების ჩატარება.“.

აკრძალულია ბავშვთა გასართობი ცენტრების საქმიანობა.“.

დასაშვებია რესტორნების/ბარების/კაფეების, სპორტული დარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება სასტუმროებსა და განთავსების მსგავს საშუალებებში მხოლოდ სასტუმროსა და განთავსების მსგავსი საშუალებების სტუმრებისთვის მომსახურების გაწევის მიზნით 05:00 საათიდან 23:00 საათამდე, ხოლო 23:00 საათიდან 05:00 საათამდე დასაშვებია მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.“.

14 აგვისტოდან კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება დასაშვებია  როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში სტუმრის მიღების მიზნით 05:00 საათიდან 23:00 საათამდე, ხოლო მიტანის მომსახურებითა (ე. წ. „დელივერი“ სერვისი) და პროდუქტის გატანით (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“) საათობრივი შეზღუდვის გარეშე. სტუმრის მიღებისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება