სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ასპინძის საჯარო სკოლის აბიტურიენტებს გამოცდებზე მიღებულ მაღალ ქულებს სკოლის დირექტორი ულოცავს
13-08-2021
-
+


დაბა ასპინძის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ვახტანგ ველიჯანაშვილმა, მარიამ დევნოსაძემ, თამთა გიორგაძემ, თამუნა გაგაძემ, ვასილ თედორაძემ, ნინო ბერიძემ, გიორგი დავლაშერიძემ, ანანო გელიაშვილმა, გიორგი გვირჯიშვილმა, დალი ბაიბურთიანმა და ვანო მაგრაქველიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

სკოლის დირექტორი კლარა ზედგენიძე კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას ულოცავს.

„აბიტურიენტობის პერიოდში ყველაზე ამაღელვებელი და ემოციური ის პროცესია, როცა შენი შრომის შედეგს ელოდები. განსაკუთრებით ემოციურია ის დღე,როცა ამა თუ იმ საგანში ქულა უნდა გაიგო. ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა, როცა შენთვის სასურველი ქულა გხვდება ეკრანზე. პირველი, ვინც ამ დროს გახსენდება, პედაგოგია, რომელსაც შენს წინსვლაში წვლილი მიუძღვის, შემდეგ კი შენს სიხარულს ოჯახის წევრებთან ინაწილებ. ასპინძის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა წელასც დაამტკიცეს, რომ მესხები სწავლით ქებულნი ვართ. თავიანთი წარმატებითა და მაღალი ქულებით გაახარეს მშობლებიც და პედაგოგებიც. აი, ისინიც, ასპინძის საჯარო სკოლის მაღალქულიანი აბიტურიენტები: ვახტანგ ველიჯანაშვილი, მარიამ დევნოსაძე, თამთა გიორგაძე, თამუნა გაგაძე, ვასილ თედორაძე, ნინო ბერიძე, გიორგი დავლაშერიძე, ანანო გელიაშვილი, გიორგი გვირჯიშვილი, დალი ბაიბურთიანი, ვანო მაგრაქველიძე. ახლა ისინი მოუთმენლად ელოდებიან უნივერსიტეტებში ჩარიცხვას. ასპინძის საჯარო სკოლა წარმატებულ და საინტერესო სტუდენტობას უსურვებს მათ“, - წერს კლარა ზედგენიძე.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება