სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დავით ზაალიშვილმა 14 წლის ტაბაწყურელ გიდს კომპიუტერი გადასცა
12-08-2021
-
+


ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი ტაბაწყურში მცხოვრებ ახალგაზრდა გიდს - ირინა მარტიროსიანს ესტუმრა და საჩუქრად კომპიუტერი გადასცა.

14 წლის ირინა მარტიროსიანი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ყველაზე ახალგაზრდა გიდია, გოგონამ ტაბაწყურში ტურისტული მარშრუტი შეიმუშავა და სოფლის ვიზიტორებს ღირსშესანიშნავ ადგილებს აცნობს. ირინას გატაცება უცხო ენების შესწავლაა, მისი ოცნება იყო, საკუთარი ტელეფონი და კომპიუტერი ჰქონოდა. დავით ზაალიშვილმა 14 წლის ახალგაზრდას სურვილი შეუსრულა და ტაბაწყურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის კომპიუტერი გადასცა.

ირინა მარტიროსიანის კიდევ ერთი სურვილი დედის გამოჯანმრთელებაა, ახალგაზრდა ქალს ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. დავით ზაალიშვილმა ირინას ოჯახს დახმარება აღუთქვა, ბორჯომის მერიის სტაციონარული და მედიკამენტური დახმარების პროგრამაში ირინა მარტიროსიანის დედა მიმდინარე კვირიდან ჩაერთვება.

ახალგაზრდა გიდი ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელს პირველად შეხვდა, ამბობს, რომ დავით ზაალიშვილი ყველაზე მეგობრული მერია და მისგან უდიდესი მხარდაჭერა იგრძნო. ირინას მიზანი განათლების მიღება და ტაბაწყურში დაბრუნებაა, როგორც გვითხრა, მოღვაწეობა ტურიზმის სფეროში სურს და ყველაზე მეტად, მსოფლიოსთვის ტაბაწყურის  გაცნობა უნდა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება