| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლაში ფრენბურთში ტურნირი გაიმართა, რომელიც აგვისტოს ომის გმირს - ალეკო ონიანს მიეძღვნა. ტურნირი ყოველ წელს მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ტარდება.
„გმირებში კიდევ უფრო გამორჩეული გმირი ალეკო ონიანი!
11 აგვისტოს, სსიპ ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ჟახუნდრის საჯარო სკოლაში ალეკო ონიანის სახელობის ტურნირი გაიმართა ფრენბურთში.
ტურნირი ყოველწლიურია და მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.
ტურნირის გახსნამდე მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა კიდევ ერთხელ მოინახულა ალეკოს საფლავი და პატივი მიაგო ახლა უკვე ეროვნულ გმირს.
2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში მტერთან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში 17-მა ქართველმა ჯარისკაცმა სიცოცხლე შესწირა საკუთარ ქვეყანას. შინდისში გმირების თავგანწირვა არის საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცელი, რომელიც დაღვრილ სისხლთან ერთად მომავლის იმედს ასაზრდოებს.
სწორედ ამ დღეს, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უმაღლესი ჯილდო, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს, რომელმაც ბოლომდე თავგანწირვით იბრძოლა და ცოცხალი არ ჩაბარდა მტერს“, - წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება