სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ვალდებულებები - რა მოეთხოვებათ სტატუსიან პედაგოგებს
23-11-2021
-
+


მასწავლებელთა პროფესიული წინსვლა და სტატუსის ამაღლება მხოლოდ ანაზღაურების ზრდასთან არ ასოცირდება. ახალი საფეხური მასწავლებლებს ახალ ვალდებულებებს უწესებს.

ამჯერად, წამყვანისა და მენტორის სტატუსის პედაგოგების ვალდებულებებს შეგახსენებთ, რომლებიც მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტშია გაწერილი.

დამატებითი მოთხოვნები წამყვანი და მენტორი მასწავლებლისთვის:

წამყვანი მასწავლებელი:

  • ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე: ეხმარება კოლეგებს მათი საჭიროებების განსაზღვრაში, პროფესიული განვითარების აქტივობების/სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში.
  • საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციებს უწევს ტუტორებს/პრაქტიკის ხელმძღვანელებს ან თავად ასრულებს ტუტორის/პრაქტიკის ხელმძღვანელის ფუნქციებს.
  • აქვს ზოგადი განათლების სისტემის ფართო ხედვა. ეცნობა ზოგადად განათლების სფეროში და სასკოლო სისტემებში მიმდინარე მოვლენებს, თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და საგანმანათლებლო კვლევებს ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე. მიღებულ გამოცდილებას იყენებს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში და, ასევე, უზიარებს კოლეგებს.
  • ატარებს სკოლის/ადგილობრივი ადგილობრივი საზოგადოების(თემის) საჭიროების კვლევებს, მიგნებებს იყენებს სკოლის/თემის განვითარების მიზნით.
  • ამყარებს კონტაქტებს ეროვნულ დონეზე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.
  • სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, ამყარებს კომუნიკაციას და თანამშრომლობს მესამე პირებთან.
  • ინიცირებას უკეთებს და მონაწილეობს სოციალურ აქტივობებში: სასკოლო/სკოლათშორის/სათემო პროექტებში ხელს უწყობს მოსწავლეების პროფორიენტაციას
  • არის ინიციატორი, გეგმავს და სხვათა თანამონაწილეობით/ჩართულობით ახორციელებს დემოკრატიული კულტურის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, ციფრული უნარების, ციფრული მოქალაქეობის, ინკლუზიური გარემოს, გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობ აქტივობებს.

მენტორი მასწავლებელი:

  • ადგენს მასწავლებელთა საჭიროებებს და გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით გეგმავს სკოლის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ერთიან სტრატეგიას.
  • შეიმუშავებს რეკომენდაციებს ეროვნულ დონეზე ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
  • ამყარებს კონტაქტებს საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება