| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ფუნქციები დაემატა. უფრო კონკრეტულად კი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შეიმუშავებს და ავითარებს უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებლებს. ამ მიზნით, შეუძლია შექმნას დარგობრივი საბჭოები/სამუშაო ჯგუფები;
ცენტრს ევალება სტუდენტის, პროფესიული სტუდენტის და მოსწავლის შეფასების სისტემასთან დაკავშირებით განმარტებების მომზადება; ასევე უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების და განვითარების პროცესების მართვა; უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების შექმნის/განვითარების მიზნით და სწავლის სფეროების ფორმირებასთან დაკავშირებული დასკვნების მომზადება; კვალიფიკაციების ელექტრონული პლატფორმის შემუშავებისა და განვითარების ხელშეწყობა და ასევე, უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების საქმიანობის ხელშეწყობა და მართვა“.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...