სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლების ხელფასი მთაში 865-დან 1980 ლარამდეა
15-08-2021
-
+


დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში მთის სტატუსი 1 800-მდე დასახლებას აქვს მინიჭებული, ხოლო მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები 256 500-მდე ადამიანია. არსებული რეგიონების საჯარო სკოლებში  პრობლემად რჩება მასწავლებლების სიმცირე და კვალიფიკაციური კადრები. 

მასწავლებელთა ნაკლებობა არის, როგორც მაღალმთიან რაიონებში, ასევე საქართველოს სხვა კუთხეებშიც. პედაგოგთა დეფიციტს განიცდიან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში. არის შემთხვევები, როცა სკოლას არ ჰყავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის მასწავლებელი და საგანს იმავე სკოლის უფროსი კლასის მოსწავლე ასწავლის. ასეთი სიტუაცია, ბუნებრივია, არ უზრუნველყოფს მოსწავლეთათვის თანაბარ ხელმისაწვდომობას ხარისხიან განათლებაზე.

არსებული ვითარების გამო, განხორციელდა პროექტი „ასწავლე საქართველოსთვის“ , რომლის ფარგლებშიც გრძელდება მასწავლებელთა მაღალმთიან რეგიონებში მიწვევა. პროგრამის ფარგლებში კონსულტანტ-მასწავლებლები სკოლებში დასაქმდებიან სულ მცირე ერთი აკადემიური წლით და ამ პერიოდის განმავლობაში იზრუნებენ  სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე.

მთაში მცხოვრები მოქალქეები სხვადასხვა სოციალური ან/და საგადასახადო შეღავათით სარგებლობენ. ის მასწავლებლები, რომლებიც მაღალმთიან საჯარო სკოლებში ასწავლიან, საბაზო თანამდებრობივი სარგოს არანაკლებ 35%-ის დანამატს იღებენ, ხოლო  „ასწავლე საქართველოსთვი“ პროგრამაში ჩართული მასწავლებლები - 50%-იან დანამატს. 

ყოველწლიურად 10 ათასზე მეტ მასწავლებელზე გაიცემა დანამატი - საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით. ჯამში გაცემულია - 62 მლნ ლარზე მეტი.

 მასწავლებლების ანაზღაურება მთაში არის:
• 2020 წელს - 800-დან 1880-ლარამდე;
• 2021 წელს  865-დან - 1980-ლარამდე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

მასწავლებლების სახლი სპეცმასწავლებლებისა და პედაგოგებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ყველაფერი, რაც პირველ გამოცდამდე უნდა გაიგოთ - ბოლო რეკომენდაციებს აბიტურიენტებს გააცნობენ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიებით მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება აღნიშნეს და საგანმანათლებლო მიღწევები იზეიმეს

ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა კონკურსში წარმოდგენილი ლექსები, პროზაული ნაწყვეტები და ისტორიული თემები

პროექტის თანადამფუძნებელ ბელა მარიასთან (საბერძნეთი) ერთად, იამზე მსხვილიძემ შეძლო უნიკალური საგანმანათლებლო გეოგრაფიის შექმნა

გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანი ჯაჯანიძემ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება