სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისი“ მათ კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
10-08-2021
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისი“ და დირექტრორი, ქეთევან ედიბერიძე მათ კურსდამთავრებულებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს. „ანაბასისის“ აბიტურიენტებმა გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს, რაც როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების დაუღალავი შრომის შედეგია. 

„დამთავრდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, გამოცხადდა შედეგები. „ანაბასისის“ 2020-2021 სასწავლო წლის კურდამთამთავრებულთა შედეგები ეროვნულ გამოცდებზე საკმაოდ შთამბეჭდავია და სიამაყით გვავსებს! 

ეს ჩვენი მოსწავლეების და ჩვენი მასწავლებლების ერთობლივი, თავდაუზოგავი , პასუხისმგებლიანი შრომის შედეგია! ეს ჩვენი მშობლების გვერდით დგომის და ერთობლივი საქმიანობის ნაყოფია.

სიყვარულით და სიამაყით გილოცავთ  მიღწეულ წარმატებას და გისურვებთ სკოლაში შეძენილი მკვიდრი ცოდნა გამხდარიყოს ის საძირკველი, რომელზეც მყარად დააშენებთ უმაღლეს სასწავლებლებში მეცნიერების საფუძვლებს , შემდეგ კი  ჩადგებით ჩვენი ქვეყნის სამსახურში საკუთარი საქმის პროფესიონალები და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების ადამიანები!

თქვენ, როგორც  გამორჩეულმა თაობამ უკვე დაამტკიცეთ, რომ შეგიძლიათ გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდეთ, წარმატებით წარმოაჩინოთ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები,  ბოლომდე იბრძოლოთ სასურველი მიზნის მისაღწევად.

გვსურს ჩვენს ანაბასისელებთან ერთად  წარმატებები ვუსურვოთ ყველა ახალგაზრდას,  ცხოვრების ულამაზესი, უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო დღეების დასაწყისში! მრავალჯერ გვეამაყოს თქვენი მიღწევებით!“

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება