სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გამოეთხოვეთ წუთისოფელს, როგორც ვალმოხდილი პედაგოგი“ - ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლის დირექცია კოლეგის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
10-08-2021
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ღვაწლმოსილ, ნიჭიერ მასწავლებელს იხსენებს.

„უდიდესი ტკივილი, სევდა და მწუხარება ახლავს შენს მოგონებას დიდო მოძღვარო, ერთგულო მეგობარო და გამორჩეულო სულის ქალბატონო.

გაუსაძლისია თქვენი არ ყოფნა, რადგან თავად სიცოცხლედ და სიყვარულად დააბიჯებდით ამ ქვეყნად.

ვინ იფიქრებდა რომ ბუნება, განსაკუთრებული ნიჭიერებით გამორჩეულს 63 წელიწადს გაკმარებდა სიცოცხლისათვის. თქვენი უდიდესი სიხარული ახალგაზრდობა იყო, უდიდესი ტკივილი კი - გზასაცდენილი მოზარდი...

წლები, რომლებიც ახალი ხიბულის სკოლაში გაგიტარებიათ, მომავლის რწმენით და იმედით გვავსებდა ირგვლივ მყოფთ; ცხოვრებისეული ტკივილებიც არ დაგკლებიათ, ხშირად გულდამძიმებულს მძიმე წუთებიც გქონიათ, მაგრამ არასოდეს შემდრკალხართ, პირიქით, ჭირთათმენის, გამძლეობის, გულითადობის მაგალითს იძლეოდით.

შენმა კოლექტივმა იცის თქვენი გამორჩეული თვისებები, ნიჭიერება, სათნოება, კეთილშობილება, ამიტომ მივსტირით ყველა, ამიტომ არ განელდა თქვენი წასვლით გამოწვეული სევდა.

გამოეთხოვეთ წუთისოფელს, როგორც ვალმოხდილი პედაგოგი, საუკეთესო დედა, საყვარელი ბებია...

ნუგეშად თავად დატოვე სასახელოდ გავლილი გზა...

გვჯერა, შენი სული ანგელოზებთან დაივანებს ბინას ზეციურ საუფლოში.

მსუბუქი იყოს შენი მშობლიური მიწა, რომელიც გულში ჩაგიკრავს სამუდამოდ“, - წერია სკოლის წერილში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება