| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
წარმატებული აბიტურიენტები არიან:
აღსანიშნავია, რომ 2020-2021 სასწავლო წელს სალიბულის N2 საჯარო სკოლას მედლის ოთხი კანდიდატი ჰყავს. მათგან ორი ოქროს, ხოლო ორი ვერცხლის მედლის კანდიდატია. სკოლა ულოცავს თავის მოსწავლეებს ამ წარმატებას და ამაყობს მათი მიღწევებით.
„სალიბაურის საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.კოვიდპანდემიიდან გამომდინარე რთული და გამოწვევებით სავსე წლის მიუხედავად, სასწავლო წელი პროექტებში აქტიურობითა და გამორჩეული შედეგებით დაასრულა. სკოლას წელს ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალოსანი ჰყავს, რის გამოც მშობლიური სკოლა თითოეული მათგანით ამაყობს.
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი კურსდამთავრებულებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს, ამაყია ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულების მიღებული მაღალი აკადემიური შედეგებითაც და თითოეულ მათგანს შემდგომ წარმატებებს და საინტერესო სტუდენტობას უსურვებს“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ვამაყობთ თითოეული თქვენი წარმატებით“
დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა