| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვახტანგისის N1 საჯარო სკოლისთვის 2021-2022 სასწავლო წელი გამორჩეული და წარმატებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ სკოლას ყოველთვის ჰყავდა წარმატებული აბიტურიენტები, წლევანდელმა წელმა მოლოდინს გადააჭარბა.
რთული და გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი მოსწავლეებმა წარმატებით დაძლიეს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგებიც დადეს.
სკოლა აზებაიჯანულენოვანია, აბიტურიენტების ნაწილმა გამოცდები ქართულ ენაზე ჩააბარა და მაღალი შეფასება მიიღო. რაც შეეხება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, ოთხმა აბიტურიენტმა ჩააბარა ასევ კარგი შეფასებით.
„მინდა, დიდი სიყვარულით მივულოცო ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა. ვუსურვებ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენებას ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო სკოლის პედაგოგებს, ყველას, ვინც მცირედი წვლილი შიტანა ჩვენი სკოლის კურსადმთავრებულების წარმატებაში.
სკოლის კურსდამთავრებულები შედეგები ასეთია:
აითან მეხტიევა
ქართული ენა და ლიტერატურა - 54 ქულა
ინგლისური ენა - 77 ქულა
ისტორია - 44 ქულა
ქართული ენა და ლიტერატურა - 36 ქულა
ინგლისური ენა - 59 ქულა
ისტორია - 37 ქულა
სარია ჩოპუროვა
ქართული ენა და ლიტერატურა - 36 ქულა
ინგლისური ენა - 58 ქულა
ისტორია - 37 ქულა
ასლან ორუჯოვი
ქართული ენა და ლიტერატურა - 23 ქულა
ინგლისური ენა - 27 ქულა
მათემატიკა - 11 ქულა
ზოგადი უნარები - 42 ქულა
ელნარ იუსუბოვი
ზოგადი უნარები - 47 ქულა
აბდულა აბდულაევი
ზოგადი უნარები - 43 ქულა
ელჯუნ კიაზუმოვი
ზოგადი უნარები - 35 ქულა
სევილ მამედოვაზოგადი უნარები - 30 ქულა
სკოლა ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით“, - აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება