სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბლიც-ინტერვიუს სტუმარი ამჯერად ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, მარიამ იობიძეა
06-08-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიცინტერვიუ ამჯერად, ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთან, მარიამ იობიძესთან შედგა.

- წარმატება არის. . . 

- საპასუხისმგებლო ბედნიერება. წამი, როცა ხვდები, რომ შედეგიც ისეთივე სასიამოვნოა, როგორც გზა მიზნისკენ - საინტერესო.

- ჩემი სკოლა მახსენებს. . . 

- სიტყვებს, როგორიცაა - ზრუნვა, მეგობრობა, სიყვარული, თანადგომა, ერთობა, იმედი.

- ჩემი პირველი მასწავლებელი. . . 

- არც ისე ბევრი წლის წინ, თუმცა იმ დროში მასავით კრეატიული ცოტა იყო. სწავლების ტრადიციულ ფორმას ირჩევდნენ, მე კი მახსოვს რამდენს შრომობდა, რამდენ ვატმანის ქაღალდს ხატავდა ჩემი პირველი მასწავლებელი ჩვენი მოტივაციის ასამაღლებლად.

- მოსწავლე რომ ვიყავი. . . 

- ახლაც მოსწავლე ვარ და ვისურვებდი, არასოდეს გამქრალიყოს ჩემში სურვილი, დავრჩე მოსწავლედ. თუ აქ სკოლის მოსწავლე იგულისხმება, ვფიქრობ არაფერს შევცვლიდი. განა იმიტომ, რომ ცუდი დღეები არ მქონია, ან დრო და დრო ზარმაცი არ ვყოფილვარ, უბრალოდ ვფიქრობ, რომ რაც იყო და როგორც იყო, ისე უნდა ყოფილიყო. ახლა მეტი გამოცდილება მაქვს, ნოსტალგია, შეიძლება მცირედი სინანულიც, მაგრამ ახლა სხვა ადამიანი ვარ და მაშინ სხვა ვიყავი, ეს ტრანფორმაცია მომწონს და ნამდვილად არ ვისურვებდი ახლა ამ გონებით და ამ აზრებით სკოლაში დაბრუნებას. ასე რომ, არ ვიტყვი ბანალურად რომ უფრო მეტს ვიშრომებდი ან უფრო მეტს ვიმეცადინებდი. უბრალოდ მიხარია რომ ვარ იმ ერთეულ ადამიანებს შორის, რომელთაც შეუძლიათ თავიანი სკოლა გაიხსენონ სასიამოვნოდ და დატკბნენ ამ მოგონებებით.

- ჩემი სამაგიდო წიგნი. . . 

- ვერ ვიტყვი რომ ერთი მაქვს. საერთოდ, მიყვარს წიგნის ნელა კითხვა, იქნება ეს რომანი თუ მით უმეტეს პროფესიული. ალბათ ჩემს სამაგიდო წიგნად ითვლება „დაო დე ძინი“ და ფსიქოლოგიის ენციკლოპედია.

- ზაფხულში ვცდილობ. . . 

- ზაფხულში ვცდილობ მაქსიმალურად დავისვენო, გავერთო. წავიკითხო ნაკლები პროფესიული წიგნი და ვისიამოვნო რომანების კითხვით. აღვიდგინო ძალები და მოვიკრიბო ენერგია ახალი წლისთვის. თუმცა თითქმის ყველა ზაფხულის ერთ თვეს ან ორ კვირას ვუთმობ ახალი რაიმეს  შესწავლას, იქნება ეს პროფესია, რელიგია, ხელსაქმე თუ სხვა. მოკლედ, ზაფხული ჩემთვის არის მიქსი დასვენებისა და ახალი გამოწვევების მიღების.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . . 

- თავი ასწიე, გაიღიმე და გზა განაგრძე !

იხილეთ ფოტო: 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება