სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაეცანით, ტყიბულის N2 საჯარო სკოლა ნიჭიერი მოსწავლის თავისუფალ თემას, ბრბოს ფსიქოლოგიაზე
04-08-2021
-
+


ტყიბულის N2 საჯარო სკოლა თავისი ნიჭიერი და წარჩინებული მოსწავლის - მეათეკლასელი თამარ აბესაძის თავისუფალ თემას გვაცნობს.

თამარის ესსე ბრბოს ფსიქოლოგიასა და ამით გამოწვეულ პრობლემებს ეხება.

„ყველა დროის უნკურნებელი სენი. როდესაც საუბარია ბრბოზე, ყველას ერთდროულად უტივტივდება გონებაში მარიტა და ბევრი მისნაირი,რომელიც ბრბომ იმსხვერპლა. უხსოვარი დროიდან კარგად მუშაობს მათი ერთნაირი უაზრო იდეა, გაროყონ მათგან განსხვავებული. უბედურება იმაშია, რომ მათ არ გააჩნიათ ინდივიდუალურობა. ბრბოზე ფიქრისას ყოველთვის თვალწინ მიდგება მილიონობით ადამიანის ერთნაირი სახე... ცივი გულგრილი მზერით! 21-ე საუკუნეში რთულია იყო განსხვავებული. მიუხედავად იმისა, რომ სამყაროს ძირითადი ნაწილი ლიბერალიზმისკენ იხრება, მაინც ვაწყდებით განსაკუთრებულ აგრესიას. ხალხი მზადაა ჩაქოლოს ის ადამიანი, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. ამის შემდეგ რთულია ისაუბრო ზნეობაზე. ბრბოს ხომ მაინც არ ესმის...მას ხომ ერთი პიროვნების სწამს, რომელიც დააჯერებს არარსებულ ამბავს და გონებაში ჩაუბეჭდავს დამახინჯებულ აზრს, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ... რთულია არ შეგეშინდეს ბრბოსი,ან არ გაეხვე მის მარწუხებში. შეიძლება მაინც ისე ჩაგითრიოს, რომ ვერც კი გაანალიზო. მთავარი მაინც ისაა, რომ ადამიანმა სახე არ დაკარგოს, საკუთარი მე! და არ შეუერთდეს ბრბოს უძლევ არმიას,რომელიც საბოლოოდ კლავს. ბრბო...ემოციების ბატონობაა გონებაზე. გიორგი ლეონიძის მოთხრობაში "მარიტა" შესანისნავადაა წარმოდგენილი თუ როგორ შეიძლება იქცეს ხალხი ბრბოდ. რაც იმას ნიშნავს, რომ სიბრძნის ადგილი დაიკავოს უგუნურობამ, თავისუფლების - მონობამ, არჩევნის უფლება - მორჩილებამ, სიყვარულის - სიძულვილმა, სიმართლის - სიბნელემ, სიკეთის კი ბოროტებამ. რამ აქცია ციციკორე ტირანად? რა თქმა უნდა, შინაგანი ძალა და გონიერება მას გამორჩეულად აქცევდა. სოფელმა თავისი ნება ციციკორეს მიანდო და ერთ დღეს გაეღვიძა როგორც ბრბოს... გავიხსენოთ ვაჟა ფშაველას "ჩემი ვედრება" ავტორი წერს: „ნუ დამასვენებ ნურა დროს, მამყოფე შეძრწუნებული, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული.“ ტირანად შეიძლება იქცეს გამოცდილი, გონიერი ადამიანი. ასე დაემართა ციციკორესაც, როცა ძალაუფლება იგრძნო სიკეთის სახელით ბოროტება ჩაიდინა. "სოფლის ბრბო უხმოდ მიდიოდა ღვარმოდენოთ, ჩოჩქოლით, გაძალიანებული... ბრბოდ ნაქცევმა ხალხმა მარიტას სახით მოკვეთა თავისი საუკეთესო ნაწილი. მარიტა კი სიმბოლო იყო ღვთაებრივი მშვენიერების. მხოლოდ დროებით მიეფარა თვალს. ბროწეულის ყვავილად იქცა,მზის ნაწილი მზეს შეუერთდა. ბრბოს ფსიქოლოგია არაერთ ნაწარმოებშია წარმოჩენილი, მათ შორის მიხეილ ჯავახიშვილის "ეშმაკის ქვაში", რომელშიც მწერალი ხატავს თუ როგორ შეიძლება იქცეს ანგელოზური სულის ადამიანი დემონური სიბნელის განმასახიერებელ ბრბოს მსხვერპლად. როგორც გუსტავ ლებონი წერს თავის ცნობილ გამოკვლევაში "კულტურული ადამიანი ბრბოში ბარბაროსად გადაიქცევა. ამ სივრცეში აღარ რჩება ადგილი ფიქრისა, საკუთარ თვალში "დირეს დანახვისა" სხვის ჩასაქოლად აღებული ქვის გადაგდებისა, დგება ჟამი საყოველთაო სიბნელისა და სიბრმავისა, როცა ბრმას მიდევნებული უფსკრულში გადაიჩეხებიან ჯოჯოხეთის კერძი ხდებიან. ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი და დღესაც აქტუალური მოთხრობა "სარჩობელაზედ" ეხება საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებას პიროვნებისადმი, რასაც ავტორი ოსტატურად აღწერს. სიკვდილით დასჯა მიუღბელი იყო მწერლისათვისაც. ის იბრძოდა ადამიანთა სიკვდილის დასჯის წინააღმდეგ. მაშინ ილიამ რა თქმა უნდა, არ იცოდა რომ მას მოკლავდნენ და მისი მეუღლეც ლმობიერი იქნებოდა მკვლელობის მიმართ. ქრისტე გვასწავლის, რომ დანაშაული დანაშაულით, ანუ მკვლელობა მკვლელობით არ უნდა დავფაროთ. არსებობს წუთები, როცა შიში გიპყრობს ადამიანისა და მისი ბედის წინაშე. ასეთ დროს ადამიანში ცხოველური შიში იღვიძებს, მაგრამ ყველა ტანჯვა გაივლის და ადამიანს იმედგაცრუებას დაუამებს, რაღაც ძვირფასი მოევლინება, ბოლოს და ბოლოს რომ მიტევება გაუხდეს შესაძლებელი. იმ ბედისგან დაჩაგრულ და ბრბოს მიერ გასამართლებულ ბეჟანის ძმას მაინც ეღირსება გადარჩენა. ვისი იმედი აქვს ამ ნაწარმოებში ილიას? აქვს თუ არა პეტრეების იმედი? როცა ამ შეკითხვას ვსვამ, მახსენდება რევაზ ინანიშვილის ქალიშვილის სიტყვები "დაფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?" და დღეს, დღევანდელი "პეტრეები" ვნანობთ კი ჩვენს გულგრილობას?“,- წერს თამარ აბესაძე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს

„მადლობა, რომ ერთად ვაშენებთ ადგილს, სადაც სულიერებასა და ცოდნას შორის კავშირი ყოველთვის მტკიცეა“ 
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება