| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მიიღეს.
მაღალქულიანი აბიტურიენტები კესო ჩიკვოლაძე და გვანცა აფრიდონიძე არიან.
კესომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 70 ქულა მოიპოვა. გვანცამ კი ინგლისურ ენაში 80-დან 77 ქულა მიიღო.
სკოლის დირექტორი თამარ ზარნაძე აბიტურიენტებს ამ დიდ წარმატებას ულოცავს და იმედოვნებს, რომ მათი წინსვლით მომავალშიც იამაყებს.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება კი 2 აგვისტოდან დაიწყო.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“