სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ქართულის გამოცდაში მაქსიმალური, 70 ქულა აიღო
03-08-2021
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, თეკლა ცუცხაშვილმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური, 70 ქულა აიღო.

„ახლაც არ მჯერა, რომ 70 ქულა წერია. ვერ წარმოვიდგენდი, ქართულში თუ უმაღლეს შედეგს ავიღებდი. ჰუმანიტარი ნაკლებად ვარ. თავისუფალ უნივერსიტეტში, პროგრამირებაზე ვაპირებ ჩაბარებას. ძალიან ბევრი ვიშრომე და შესაბამისად დამიფასდა. ერთი წელი ვემზადებოდი და ჩემს რეპეტიტორს მიღებულ შედეგში ლომის წილი აქვს. მე-4 ვარიანტი ვიყავი. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რთული ტესტები იყო წელს, თემებიც კარგი სამსჯელო გამოდგა და არ გამჭირვებია, მაგრამ მაინც მიუღწევლად მეჩვენებოდა 70 ქულა. დავალებებიდან ცოტა გრამატიკა მეეჭვებოდა და ვფიქრობდი,  შეიძლებოდა პუნქტუაციაში ქულა დამკლებოდა“ - აღნიშნავს, თეკლა ცუცხაშვილი.

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულს უმაღლეს ქულას და უსურვებს ბევრჯერ ესახელებინოს მშობლიური სკოლა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება