სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლას წარმატებული კურსდამთავრებულები ეწვივნენ
02-08-2021
-
+


დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლას ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა წინსვლა მშობლიური სკოლისთვის საამაყოა. სკოლაში მოსწავლეებისთვის ბევრი საინტერესო და საგანმანათლებლო აქტივობა ეწყობა.

მოზარდის მიერ, სწორედ იმ პროფესიის არჩევა, რაც მას სურს, ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ კარიერისთვის, არამედ გადამწყვეტ როს ასრულებს მისი, როგორც ადამიანის საბოლოოდ ჩამოყალიბებაში. მომავალი პროფესიის შერჩევის დროს აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნები პროფესიების მიხედვით. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ახალგაზრდები პროფესიას ძირითადად მშობლების რჩევის საფუძველზე ირჩევენ.

რაც უფრო ადრე ექნებათ მოსწავლეებს წარმოდგენა არჩეულ პროფესიაზე, მით უფრო შედეგიანი იქნება მათი სწავლა. აქედან გამომდინარე,მოსწავლის პროფესიული ორიენტაციის  სწორად ჩამოყალიბებაში ხელშემწყობია ერთდროულად ოჯახი, სკოლა და გარემო. 

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 2 ივნისს, დედოფლისწყარო N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასში (კლასის ხელმძღვანელი, ლია ქადაგიძე) ჩატარებული ღონისძიება, სადაც მოწვეულნი იყვნენ ამავე სკოლის კურსდამთავრებულები და თავის საქმეში უკვე შემდგარი პროფესიონალები: მურთაზ ტოკლიკიშვილი (მანდატურის სამსახური), შორენა ღვინიაშვილი (სკოლის ექიმი), ნინო ხაჩიაშვილი (ფსიქოლოგი), თამარ ალუღიშვილი (უნივრსალური ბანკირი) და ნათია სვიმონიშვილი (სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოცმუშაკი).

მოწვეულმა სტუმრებმა დამაჯერებლად ისაუბრეს შერჩეული პროფესიის ძლიერ და სუსტ მხარეებზე. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, რაც ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლეთა უმრავლესობამ სულ სხვაგვარად შეხედა აქამდე არჩეულ პროფესიას: ზოგმა აზრი შეიცვალა,ზოგი მყარად იდგა,ზოგის „დამალული საიდუმლო“ გამჟღავნდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება