სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N21 საჯარო სკოლის პედაგოგები ინოვაციურ პროექტში ჩაერთნენ
02-08-2021
-
+


ქუთაისის N21 საჯარო სკოლის სამი პედაგოგი - მარიტა გვეტაძე, ნინო ჟვანია და მაკა ნაკაშიძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამაში მონაწილეობდნენ.

პროგრამის თემა იყო „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“. ის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა. მასში მონაწილე პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ.

აღნიშნულ პროგრამაში  ქუთაისის N21 საჯარო სკოლის პედაგოგების მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას თავად სკოლა ავრცელებს.

„პროგრამაში 2020 წელს აქტიურად ჩაერთნენ ჩვენი სკოლის პედაგოგები: მარიტა გვეტაძე, ნინო ჟვანია და მაკა ნაკაშიძე. იგი მიზნად ისახავდა შესაბამის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, სხვადასხვა თანამედროვე ელექტრონული სასწავლო რესურსის გამოყენებით, თანამშრომლობითი სწავლების მოდელის გაცნობას და დანერგვას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა 5 ტრენინგ-მოდული. სკოლაში კი მოდულის თემატიკის შესაბამისად და შესწავლილი მეთოდების გამოყენებით მე-11ა კლასში ჩატარდა ხუთი გაკვეთილი, რომელსაც ესწრებოდნენ  CTEL II პროგრამის ქუთაისის  გუნდის წარმომადგენლები.

პროგრამამ მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა როგორც კვალიფიციურ პედაგოგებს, ისე მოსწავლეებს. ამ პროგრამაში ჩართულობის პერიოდი ძალიან საინტერესო, სახალისო, და ნაყოფიერი იყო. თითოეული მოდული იყო საჭირო ინფორმაციით გაჯერებული. დიდი გამოცდილება მიიღეს პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. მოდულების თემები იყო უაღრესად საინტერესო და სწორად შერჩეული.

„პროექტში ჩართულობა კიდევ ერთხელ პროფესიული ზრდის საშუალება იყო. ამბიციური, შრომატევადი და საინტერესო იყო ყოველი ეტაპი დაწყებული სამუშაო ტრენინგებში მონაწილეობით ,  დამთავრებული გაკვეთილების დაგეგმვით და მათი ჩატარებით. 3 დისციპლინის კოლაბორაცია ერთ სივრცეში და ერთ მოცემულობაში დიდი გამოწვევა  იყო.

სკოლა დიდ მადლობას უხდის კრეატიულ ქალბატონებს: მარიტა გვეტაძეს, ნინო ჟვანიასა და მაკა ნაკაშიძეს პროგრამაში წარმატებული მონაწილეობისათვის“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება