სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლის, ანამარია ნეფარიძის წარმატება Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტში
02-08-2021
-
+


ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი და შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერად, მეოთხეკლასელმა, ანამარია ნეფარიძემ საზაფხულო ტესტი - „გაიცანი საქართველო“ ბრწყინვალედ შეასრულა. ტესტი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს მიეძღვნა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის შეცნობის დასტური მიიღო. Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისა და მათი ოჯახებისთვის.

„მე ვარ ანამარია ნეფარიძე, ვსწავლობ ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მე-4 კლასში, (უკვე მე-5). ვცდილობ, ვიყო ბეჯითი, ვსწავლობ ყველა საგანს დიდი სიამოვნებით. ასევე მიყვარს ცეკვა. მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი სკოლა, მასწავლებლები, პირველი მასწავლებლით დაწყებული, ყველა საგნის პედაგოგით დამთავრებული.  ჩემი პირველი მასწავლებელია მერი წაქაძე, სკოლის დირექტორი - ნანა კენჭოშვილი, განსაკუთრებით მიყვარს და ჩემთვის მისაბაძია ინგლისურის მასწავლებელი - ირინა ჩაფიჩაძე. მიყვარს მეგობრები, ამხანაგები, ოჯახის წევრები... მინდა, ყველა ვასახელო და იამაყონ ჩემით. ძალიან მომწონს izrune.ge-ს პროექტი და მოვუწოდებ ყველა ჩემს ამხანაგს, ჩაერთოს. მე კი დიდი ინტერესითა და თქვენდამი ერთგულებით მომავალშიც გავივლი იზრუნე-ს ტესტებს“.

საზაფხულო ტესტების დახმარებით, მოსწავლეები საქართველოს უნიკალურ კუთხეებს სახალისოდ და საინტერესოდ შეიმეცნებენ.

ტესტი მოიცავს საინტერესო ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალიტეტების, რეგიონების და მათი კულტურული ღირსშესანიშნაობების, გეოგრაფიული უნიკალური თავისებურებებისა თუ საინტერესო ისტორიული ფაქტების შესახებ.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება