სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, პიროვნება

რას ფიქრობენ საჯარო სკოლების დირექტორები პედაგოგების საგამოცდო სისტემაზე
30-07-2021
-
+


მასწავლებლების კომპეტენციის დადასტურების გამოცდები დასრულდა და საინტერესოა, რამდენად კმაყოფილები არიან პედაგოგები და დირექტორები გამოცდებით, რას ფიქრობენ ისინი საგამოცდო სისტემაზე;  მოსწონთ თუ არა არსებული ფორმატი - ამ და სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით საჯარო სკოლების დირექტორებმა etaloni.ge - სთან ისაუბრეს.

მცხეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ბოხუა:

წელს ჩემი სკოლიდან გამოცდაზე ორი პედაგოგი გავიდა. საკმაოდ პოზიტიურად არიან განწყობილები  და იმედი აქვთ, რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდება მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ჯერ არ ვიცით.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლის დირექტორი სედა ნახაპეტიანი:

სკოლაში სულ 24 მასწავლებელი მყავს. წელს გამოცდაზე 7 პედაგოგი გავიდა, რომელთაგან 2 პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო და ზოგადი უნარებზე გავიდა, ხოლო ხუთმა საგნობრივი გამოცდა ჩააბარა.

ჩემი მასწავლებლები კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ ნორმალური ტესტები იყო. ორი პრაქტიკოსი მასწავლებელი დიდი მონდომებით ემზადებოდა ზოგად უნარებში და ელოდებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არავის უთქვამს, რომ გამოცდები არ უნდა, პირიქით სურთ, რომ ჩააბარონ და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭოთ.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ შომახეთის საჯარო სკოლის დირექტორი იოსებ (სოსო) მაჭარაშვილი:

წელს გამოცდაზე ჩემი სკოლის 3 პედაგოგი გავიდა. მეც ჩავაბარე გამოცდა. დირექტორი ვარ და სამ საგანში უკვე ჩაბარებული მაქვს, ახლა მეოთხეზე - გეოგრაფიის გამოცდაზე ვიყავი გასული. პირადად მე კმაყოფილი ვარ და მგონია, რომ მეოთხესაც ჩავაბარებ. ვფიქრობ, რომ საგნის გამოცდა არის აუცილებელი, თანაც 10 კრედიტზე და არა ერთზე ან ორზე.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ფატარიძე:

წელს ჩემი სკოლიდან ორი მასწავლებელი გავიდა გამოცდებზე. კმაყოფილები არიან, ამბობენ, რომ არც ისეთი მარტივი ტესტები იყო, თუმცა დაუძლეველი ნამდვილად არ ყოფილა.

მასწავლებლებისთვის გამოცდების ჩატარება რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ მგონია, რომ ახალი მოდელი მაინც აჯობებს, რადგან არსებული მეთოდით პედაგოგის შეფასება უკვე მოძველებულია.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა გორას საჯარო სკოლის დირექტორი დავით ხურციძე:

ჩემი სკოლიდან ორი პრაქტიკოსი მასწავლებელი გავიდა გამოცდებზე. სანამ შედეგებს არ ვნახავთ მანამდე დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით. თუმცა მიმაჩნია, რომ მასწავლებლებისთვის ტესტირების ჩატარებას აჯობებს, გაკვეთილს თუ შეუფასებენ პედაგოგს. მსგავსი მეთოდით, მასწავლებელი უფრო მობილიზებულიც იქნება.


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის საჯარო სკოლის დირექტორი ანაიდა ნახაპეტიანი:

ჩემი სკოლიდან წელს გამოცდაზე ექვსი პედაგოგი გავიდა. შედეგები ჯერ არ ვიცით, თუმცა გვგონია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ჩახუნაშვილი:

სკოლიდან წელს სულ ხუთი მასწავლებელი გავიდა, აქედან ოთხი პრაქტიკოსი და ერთი მაძიებელი. ვფიქრობ, რომ ჩააბარებენ გამოცდებს, რადგან ძალიან ერუდირებული პედაგოგები არიან და კარგადაც იყვნენ მომზადებულები. გამოცდებთან დაკავშირებით არცერთ მათგანს უკმაყოფილება არ გამოუთქვამს.

პირადად მე, საგნის გამოცდების გავლის შემდეგ, მასწავლებელთა შეფასების სხვა მოდელზე გადასვლას მივესალმები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლის დირექტორი დავით ჯაბუა:

ჩემი სკოლიდან წელს მასწავლებლები გამოცდებზე არ გასულან. ყველას ჩაბარებული აქვს ეს გამოცდები. ისე კი, ვფიქრობ, დროა, არსებული გამოცდების სისტემა შეიცვალოს. სჯობს, პედაგოგებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები ჩაუტარონ და არა გამოცდები.


კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

ვის სჭირდება დოკუმენტების მიტანა გამოცდების ეროვნულ ცენტრში და რა ვადებში - დეტალური ინფორმაცია 

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
 
საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება