| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის გუნდი მასშტაბური საკალათბურთო ტურნირის - NBA Junior პრიზიორია.
სკოლის გუნდმა რეგიონალური შესარჩევი ეტაპის ორი შეხვედრა მოიგეს. შემდეგთბილისში გამართულ ჯგუფური ეტაპის 8 შეხვედრიდან 7-ში მოიპოვეს გამარჯვება. „პროგრესის“ საკალათბურთო გუნმა ამ ტურნირში მე-4 საპრიზო ადგილი დაიკავა.
სკოლა ულოცავს თავის მოსწავლეებს ამ წარმატებას.
„საქართველოს ყველაზე მასშტაბური საკალათბურთო ღონისძიების ფინალური ეტაპი ამერიკის პროფესიული საკალათბურთო ლიგის ანალოგიური ფორმატით ჩატარდა და მასში 30 გუნდი მონაწილეობდა. პროგრესელებმა რეგიონალური შესარჩევი ეტაპის ორი შეხვედრა მოიგეს, შემდეგ კი დედაქალაქში გაემგზავრნენ, სადაც ჯგუფური ეტაპის 8 შეხვედრიდან 7-ში მოიპოვეს გამარჯვება. ფინალურ ბადეში ჩვენმა კალათბურთელებმა ნახევარფინალამდე მიაღწიეს და მე-4, საპრიზო ადგილიც გაინაღდეს.
ჩემპიონატზე ასევე გამოვლინდნენ ფინალური ეტაპის საუკეთესო მოთამაშეები, საიდანაც ორი სკოლა "პროგრესის" გუნდის კალათბურთელი, ნიკა გვეტაძე და მიხეილ კარმანოვი გახლდათ.
პროგრესის საკალათბურთო გუნდს სპორტის მასწავლებელი, კობა კირთაძე და მისი ასისტენტი, გაგა მასხარაშვილი წვრთნიან.
ვულოცავთ ჩვენს პატარა კალათბურთელებს და მათ მწვრთნელებს ამ დიდ წარმატებას და კიდევ მრავალ გამარჯვებას ვუსურვებთ!
პროექტი "NBA Junior" ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA), საქართველოში ამერიკის საელჩოსა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. მისი მიზანია, ახალი თაობის კალათბურთელებში ნიჭიერი მოზარდების აღმოჩენა და ამ სპორტის პოპულარიზაცია“,- ნათქვამია ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია
სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ