სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა საკითხები შეხვდათ მაგისტრანტობის კანდიდატებს? -გამოცდის პირველ დღეს 18% არ გამოცხადდა
27-07-2021
-
+


დღეს სამაგისტრო გამოცდებზე აპლიკანტებს წაკითხულის გააზრება და ანალიტიკური წერა ჰქონდათ. პირველ დღეს ჩატარდება გამოცდები წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკური წერის ნაწილებში, მომდევნო დღეს კი ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილებში. 

სამაგისტროს მსურველებმა გამოცდაზე მოსული საკითხების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ტესტი მარტივი ნამდვილად არ იყო.

„ჩემს სექციაში იყო ერთი - 45 წუთში დაწერა, მაგრამ რა გითხრათ, ვერ ვიტყვი რომ იმდენად მარტივი იყო ამ დროში დაწერდი ნორმალურად. თემა მახსოვს რაც მოვიდა:  რეჟისორებმა ფილმებსა და სერიალებში არაპროფესიონალების მოწვევისგან თავი უნდა შეიკავონ, რადგან ეს უარყოფითად მოქმედებს ფილმის ხარისხზეო ამის შესახებ უნდა დაგეწერა, მე არ დავეთანხმე და აღვნიშნე რომ გავლენას არ ახდენს ეს ფილმის ხარისხზე და შესაბამისი მაგალითებიც მოვიყვანე კინო სამყაროდან“;

„ანალიზში შემდეგი შინაარსის ტექსტები იყო მოსული: N რეგიონში იყო ტბა, რომელიც ღირსშესანიშნაობებით იყო გამორჩეული ფრინველების მრავალფეროვნების 20 წლიანი ისტორიით და კარვების და თევზჭერის თემით. მერიამ იმ ადგილზე გააკეთა სკვერი და განაახლა ისტორიული მემკვიდრეობა, ამის გამო ტურისტების რაოდენობა შემცირდაო და გვეკითხებოდნენ რატომ მოხდა ასე.  მეორე ტექსტი იყო რეჟისორებმა ფილმებსა და სერიალებში არაპროფესიონალების მოწვევისგან თავი უნდა შეიკავონ, რადგან ფილმის ხარისხზე მოქმედებს ასეთი გადაწყვეტილებებიო.

ასევე, წაკითხულის გააზრებიდან ტექსტები იყო მოსული ინტელექტის ტიპებზე, მედეა და არგონავტებზე და ტყუილის ამოცნობაზე“.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 27 ივლისს გამოცდაზე 82%-მდე მაგისტრანტობის მსურველი გამოცხადდა. ამ დროის მონაცემებით არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა. კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო დღევანდელ სესიებზე არ გამოცხადდა 40-ზე მეტი გამოსაცდელი. მათთვის გამოცდა მოგვიანებით დაინიშნება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება