სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ერგეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელები დაიმსახურეს
23-07-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის მოსწავლეები: ლინდა ლორთქიფანიძე, ნიკა ზოიძე, ნინი ზაქარაძე, საბა ლორთქიფანიძე, ია ბერიძე და სულიკო ცისკარაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ლინდა ლორთქიფანიძეს, ნიკა ზოიძეს, ნინი ზაქარაძეს, საბა ლორთქიფანიძეს, ია ბერიძეს და სულიკო ცისკარაძეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპში წარმატებული მონაწილეობისთვის, ოქროს სიგელები გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

ხელვაჩაურელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 20 ივლისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 65 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 22 ივლისს „ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ხელვაჩაურელი მოსწავლე „ეტალონის“ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - 23-24 აპრილის ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

რა სპეციალობის უნდა იყოთ, სკოლაში ექიმად რომ დაიწყოთ მუშაობა - ჩამონათავლი

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება ამოგზაურეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში
 
სკოლა აქტიურად შეუერთდა დედამიწის საერთაშორისო დღეს სლოგანით -  „დედამიწა - ჩვენი საერთო სახლია“
მოსწავლეებმა ასევე წაიკითხეს თემატური ლექსები და დაამზადეს დედამიწის მაკეტი
 
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს
 
სსიპ ლევან ლიპარტელიანის სახელობის დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება