| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის მოსწავლეებმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს ჭადრაკის შეჯიბრში, რომელსაც სკოლა, საზოგადოებას სიხარულითა და სიამაყით უზიარებს.
იმერეთის ღია საკვალიფიკაციო ტურნირზე, სადაც თბილისის, აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონიდან 240 მოსწავლე მონაწილეობდა, სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში საპრიზო ადგილები მოიპოვეს.
8 წლამდე ვაჟებში I ადგილი დაიკავა - გიორგი ხორავამ;
7 წლამდე ვაჟებში I და II ადგილები დაიკავეს - დაჩი ფანცხავამ და დემეტრე სალაძემ;
8 წელს გადაცილებულ ვაჟებში III ადგილი - დაიკავა თემურ ფანცხავამ.
ასევე მე-5 თანრიგის ნორმატივი შეასრულეს მოსწავლეებმა: ალექსანდრა ქაშაკაშვილი, ანდრია ჟორჟოლიანი, მარი ლომიძე, ნიკა ჩხიტუნიძე, ლილე ჩარკვიანი და ნერსე გუბელაძე
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალი ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ ჭადრაკის მასწავლებელს, ზვიად გუბელაძეს ამ წარმატებას.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება