სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვაბღის საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა - ხათუნა ვაშაყმაძემ და მზია ადაძემ რეგიონულ კონკურსში გაიმარჯვეს
19-07-2021
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლას ბევრი დამსახურებული და წარმატებული პედაგოგი ჰყავს. ამჯერად სკოლა ორმა პედაგოგმა - ხათუნა ვაშაყმაძემ და მზია ადაძემ ასახელეს.

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი ჩატარდა.

მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი ინოვაციური რეფორმებისადმი მასწავლებელთა ნდობისა და მოტივაციის განმტკიცების მიზნით, მასწავლებლების განსაკუთრებული მიღწევების გამოსავლენად ჩატარდა.

ღონისძიების მიზანია მასწავლებელთა წახალისება, მათი საქმიანობის სტიმულირება, მათ მიერ სწავლების ეფექტური პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა და მოსწავლეების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება.  

მასწავლებელთა აღიარების კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა საქართველოს თითოეული რეგიონის სკოლების დაწყებითი (I-VI) კლასების მშობლიური ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის გამორჩეული მასწავლებლები სხვადასხვა კატეგორიაში.

მთელი გურიის მასშტაბით, გაიმარჯვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა - ხათუნა ვაშაყმაძემ, დაწყებით საფეხურზე მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელი გურიის რეგიონში და მზია ადაძემ, დაწყებით საფეხურზე კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) საუკეთესო მასწავლებელი გურიის რეგიონში.

გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები,ფასიანი საჩუქრები და სამახსოვრო სუვენირები. 

ქვაბღის საჯარო სკოლა კიდევ ერთხელ ულოცავს ამ დიდ და ღირსეულ გამარჯვებას და მომავალშიც წინსვლას და წარმატებებს უსურვებს მათ და პატარა მაგრამ საუკეთესო სკოლას.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა თბილმა დახვედრამ ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქა

სასწავლო პროცესის განახლებას სკოლის დირექცია და პედაგოგები სრული მზადყოფნით შეხვდნენ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება