სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი სკოლა მთელი სასწავლო წლის მანძილზე სავსე იყო ბავშვების ჟრიამულით“ - ტოლოშის საჯარო სკოლის დირექტორი მადონა ივანიძე
16-07-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა კოვიდპანდემიის დროს? რას ურჩევს გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რას ფიქრობს პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკზე? ამ და სხვა საინტერესო თემაზე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლის დირექტორი, მადონა ივანიძე საუბრობს.

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა ?
 - მსოფლიოში არსებულმა კოვიდ-პანდემიამ მარტო ჩვენ არ დაგვაყენა საფრთხის წინაშე.  2020-2021 სასწავლო წელს მაქსიმალურად მობილიზებულები შევხვდით. მთელი წლის მანძილზე ვიცავდით ყველა რეგულაციას და სასწავლო პროცესთან ერთად მკაცრი კონტროლი ხორციელდებოდა ჰიგიენური ნორმების დაცვის კუთხითაც.  შედეგიც გვქონდა... არ ჩაგვიგდია სასწავლო პროცესი, ჩვენი სკოლის კედლები მთელი სასწავლო წლის მანძილზე სავსე იყო ბავშვების ჟრიამულით. რაც უფრო მეტ სტიმულს აძლევდა  მასწავლებელს სამუშაო პროცესი წარემართა უფრო ენერგიულს და მობილიზებულს. მოსწავლეებისთვისაც რთულია და ცოტა, უცხო ონლაინ სწავლება, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვებისთვის. ამიტომ ვცდილობდით და ვუფრთხილდებოდით ყველანი ერთმანეთს. 

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?
 - მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ მშობლების უმეტესი ნაწილი  გაგებით და მთელი გულისყურით მოეკიდა  ყველა იმ ახალ გამოწვევას, რომელიც ამ სასწავლო წლის მანძილზე  იდგა. მხარში გვედგნენ, მუდივად გვქონდა კავშირი და ინფორმაციული ფლობა თითოეული მოსწავლის შესახებ. ეს ასე იყო გასულ წლებშიც, მაგრამ კორონავირუსის არსებობამ, ეპიდემიის შიშმა ეს კავშირი უფრო მყარი გახადა., უფრო დააახლოვა მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?
- პირველ რიგში ვურჩევდი იკითხონ და განვითარდნენ მუდმივად... მასწავლებლებს და არა მარტო მათ, ვეტყოდი,რომ  მაქსიმალურად გამოიყენონ ის ცოდნა და უნარები, რაც მათში დევს და მაქსიმალური გააკეთენონ შედეგის დასადებად. რა თქმა უნდა, ყოველგვარი ნერვიულობისა და აღელვების გარეშე. ნერვიულობა ყველაფერს ავიწყებს ადამიანებს. თუმცაღა მიმაჩნია, რომ მარტო გამოცდის ჩაბარებით არ განისაზღვრება მასწავლებლის კომპეტენცია.  ბევრი მასწავლებელია, რომელიც ვერ თუ არ აბარებს გამოცდას მაგრამ ძალიან პროდუქტიულია გაკვეთილზე . მგონია რომ მასწავლებელი გამოცდის იქითაც, შიდა სასკოლო სივრცეში მუშაობის პროცესითაც უნდა შეფასდეს. მოხდეს პედაგოგზე დაკვირვება.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?
 - იყო წლები, როცა ყველა აბიტურიენტი განაცხადს იურიდიული და ეკონომიკის ფაკულტეტბის განხრით აკეთებდა. ბოლო წლებში  ეს ხედვა შეიცვალა.  უკვე არჩევანს სხვადასხვა მიმართულებით აკეთებენ: ირჩევენ სამედიცინო განხრას, პედაგოგიურს, საბუღალტრო საქმეს, ენერგეტიკის ფაკულტეტს...რაც ძალიან მისასალმებელი ფაქტია, რადგან ჩვენი, როგორც მასწავლებლების შრომა ჩანს და ყველა სფეროს წარმომადგენელს იმედი გვეძლევა რომ მომავალში საუკეთესო სპეციალისტები გვეყოლება....

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს ?
 - ეს ისეთი თემაა, რომელსაც მომხრე და მოწინააღმდეგე მუდმივად ეყოლება.  ძნელია  მშობლისთვის იმის გააზრება,  რომ მისი შვილი, რომელიც 16 სექტემბერს ხდება 6 წლის და სკოლაში არ ღებულობენ, მაშინ როცა ვიღაც 14 სექტემბერს ხდება 6 ლის და ის შედის სკოლაში. უბრალოდ არ უნდა იყოს ეს თარიღი მოთამაშე. წლების წინ ჩვენ სისტემაში 5 წლის ბავშვებიც მივიღეთ პირველ  კლასში და შედეგს დღესაც ვიმკით. თუმცაღა მიმაჩნია , რომ  ინდივიდუალურია ყველაფერი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება