სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„გოგონების ფეხბურთში, ზედიზედ სამი წელი თასის მფლობელები ვიყავით“ - ზურა ბოლქვაძე, ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
13-07-2021
-
+


ადამიანის ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. არავინ იცის „ბედის ბორბალი“ ვის საით დაატრიალებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, ზურა ბოლქვაძის ცხოვრებაშიც ასე მოხდა - მოულოდნელად აღმოჩნდა სკოლაში და უკვე 25 წელია, განათლების სფეროს ემსახურება... ზურა ბოლქვაძე ონლაინ სწავლებასა და მოსწავლეების სპორტულ მიღწევებზე გვესაუბრა.

ზურა ბოლქვაძე: უცნაურია ცხოვრება, იქ მიმიყვანა, სადაც ვერასდროს ვიფიქრებდი... ახალგაზრდობაში ნამდვილად მიფიქრია, ოდესმე სკოლაში თუ ვასწავლიდი. ხარკოვში ვსწავლობდი ვაჭრობისა და კვების მენეჯმეტს,; დაბრუნებულს სამსახური არ მქონდა და შემომთავაზეს მათემატიკის მასწავლებლად მუშაობა, მეც დავთანხმდი. მეგონა, მალევე წამოვიდოდი, მაგრამ უკვე 25 წელი გავიდა და სფერო არ შემიცვლია. 2011 წლიდან, როცა ჩვენი სკოლის დირექტორი დააწინაურეს და უფრო დიდ სკოლაში გადაიყვანეს, დავინიშნე დირექტორად და იქიდან მოყოლებული უკვე 10 წელია, დირექტორის მოვალეობას ვასრულებ.

- როგორ შეაჯამებთ 2020-2021 სასწავლო წელს?

- პირველი სემესტრი რთული იყო,  მაგრამ მეტ-ნაკლებად შეეჩვივნენ მასწავლებლები და მოსწავლეებიც ონლაინ სწავლას. გვყავდა ბავშვების კატეგორია, რომლებიც სოციალური მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებდა საგაკვეთილო პროცესში ჩართვას. ამ ბავშვებს სკოლაში ვიბარებდით რიგ-რიგობით და ადგილზე ვამეცადინებდით. მინიმუმ კვირაში ერთხელ, მაინც მოდიოდა მასწავლებელი და უტარებდათ გაკვეთილს, თუმცა შედეგი, ბუნებრივია, მაღალი არ ყოფილა; მეორე სემესტრშიც გვქონდა ჩამორჩენა, მაგრამ ვეცდებით, ახალ სასწავლო წელს აღვადგინოთ ეს ჩავარდნები და მოსწვალეებს შევთავაზოთ დამატებითი გაკვეთილები, თუ, რა თქმა უნდა, საკლასო ოთახებში შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცემა.

- მასწავლებლებს ორმაგი დატვირთვა ჰქონდათ, როგორ გაართვეს თავი?

- მასწავლებლებისადმი ჩემი დიდი თხოვნა იყო, მოსწავლეები არ დაგვეტოვებინა უყურადღებოდ. ისინიც, ანაზღაურების გარეშე, საკუთარი სურვილით უტარებდნენ ბავშვებს გაკვეთილებს. დილის საათებში ონლაინ გაკვეთილები ჰქონდათ და შემდეგ - სკოლაში მოდიოდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ 1 მასწავლებელი და მაქსიმუმ 2 მოსწავლე იყო საკლასო ოთახში, რეგულაციების დაცვასაც მარტივად ვახერხებდით. საბედნიეროდ, ჩვენს სკოლაში არავის დაფიქსირებია ვირუსი.

- რა შეიცვალა სკოლაში იმ 10 წელში, რაც სკოლის დირექტორი ხართ?

- იქედან მოყოლებული, რაც დირექტორი ვარ მასწავლებლებს ყოველთვის ვთხოვდი, რომ მეტი ყურადღება მიექციათ მოსწავლეებისათვის. ისინიც ძალ-ღონეს არ იშურებდნენ. ამ პერიოდში სკოლას სპორტის მიმართულებით ჰქონდა წარმატებები. გოგონების ფეხბურთში, ზედიზედ სამი წელი „კოკა-კოლას“ თასის მფლობელები ვიყავით, მაშინ, როცა ჩვენი სკოლა საბაზო საფეხურისაა. ყველას უკვირდა, თუ როგორ ვაღწევდით ამას. ამ ყველაფერს ნამდვილად ჰქონდა  წინაპირობა,
სკოლაში ცოტა მოსწავლე იყო, ამიტომ ფეხბურთის თამაშის დროს გოგოებიც ერთვებოდნენ, რამაც განაპირობა მათი წარმატება.



კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

4 საგნის მასწავლებლები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - NAEC გამოცდებზე

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება