სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მოგზაურობა კადრებთან ერთად
01-05-2018
-
+


წკაპ! და სიახლე სოციალურ ქსელში, ვიღაც რაღაც ახალს ჰყვება და საკუთარს გვიზიარებს, ძირითადად სელფით. იქ, სადაც ყოველი მეორე ფოტოგრაფია და ყველა ავტოპორტრეტისტი, სინათლით წერის ირგვლივ მოგზაურობა არასდროს სრულდება...

„სინათლით წერა“- ფოტოგრაფიას ჰქვია ასე, ჰოდა, სელფთან ერთად მოგზაურობა, თურმე, 1839 წელს იწყება რობერტ კორნელიუსთან ერთად. მან ობიექტივის სახურავის მოხსნითა და კამერის წინ შეცვლილი ლინზის განთავსებით ერთი წუთის განმავლობაში საკუთარი გამოსახულება მიიღო...

სანამ სელფი ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებდა და საკუთარი თავის აღბეჭდვა წამებში შეგვეძლებოდა, ძველად იყო 4-5 წუთიანი ექსპოზიცია, უფრო ადრე კი, 1826 წელს ფრანგი გამომგონებლის ნისეფორ ნიეფსის პირველი კადრი პარიზის ხედზე 8 საათიანი  გადაღების შემდეგ. პირველი ფოტო - „ხედი ფანჯრიდან გრასში“ მიღებულია კამერა ობსკურას( ბნელი ოთახი, ყუთი) საშუალებით.

1835 წლიდან ფოტოგრაფიაში ექსპერიმენტებს ფრანგი მხატვარი და გამომგონებელი ლუიზ ჟაკ დაგერი აგრძელებს. იგი ფიქსირებულ გამოსახულებებს ვერცხლის ფირფიტაზე იოდინის ზემოქმედებით იღებს, გაპრიალებულ ვერცხლის ფირფიტას კამერა ობსკურაში ათავსებს, გადაღების ხანგრძლივობას 4-5 წუთამდე ამცირებს და უწოდებს მას „ლატენტურ“-უხილავ გამოსახულებას, რომელიც დაგეროტიპის სახელითაა ცნობილი.

ამავე პერიოდში ექსპერიმენტებს ატარებს ინგლისელი მეცნიერი და ფოტოგრაფი ჰენრი ფოქსტალბოტი, რომელიც ქაღალდის პირველ ნეგატივს იგონებს და ხელოვანს ერთი ნეგატივიდან  რამდენიმე ფოტოს დაბეჭდვის საშუალებას აძლევს...

ჟამთასვლასთან ერთად, ფოტოგრაფია სამახსოვრო ხელოვნების ფორმად იქცა და მთელს მსოფლიოში გავრცელდა, გავრცელდა და გზად მრავალი საინტერესო ფოტოგრაფი და კადრი შემოგვინახა. 

ჩვენს ქვეყანაში სინათლით წერა 1842 წელს შემოვიდა და პირველი ქართველი ფოტოგრაფის ალექსანდრე როინაშვილის კვალდაკვალ  მისი ისტორია დღემდე მრავალფეროვნად გრძელდება...

ილია მას „უჩინარ კაცს“ ეძახდა, ობიექტივის მიღმა იდგა და მთელი ცხოვრება უჩუმრად აკეთებდა ქართულ საქმესო...

სიდუხჭირეში გაზრდილი დუშელი ბიჭი თბილისში სამუშაოდ გამოიპარა და ფოტოგრაფ ხლამოვს სახელოსნოში მიებარა, სწორედ აქედან დაიწყო ალექსანდრე როინაშვილის  ფოტოგრაფიული და საზოგადო მოღვაწეობა.

მძიმე დრო იდგა და ისიც მძიმედ უყურებდა „ქართველობის ნგრევას“... „ისტორიულ ნივთებს გვპარავენ, ძეგლები ინგრევა, ცხოვრება წინ მიდის, ადამიანის ყოფა-ცხოვრება იცვლება, ფოტოსურათები მაინც დარჩეს წარსულის საბუთადო“ — ამბობდა ხოლმე როინაშვილი და სამშობლოს გაბნეული საგანძურის ძიებაში, ფოტოაპარატით ხელში, მთელი ქვეყანა და დაღესტანი მოიარა, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური მასალები შეაგროვა და „მოძრავი მუზეუმის“ შექმნით ქართველობის გახსენებას შეუდგა...

სწორედ როინაშვილის ობიექტივმა ასახა და ვაჟას, ყაზბეგის, ილიასა და სხვა ქართველ მოღვაწეთა სახეები დღემდე შემოგვინახა. მის სახელს უკავშირდება შოთა რუსთაველის პირველი გრაფიკული პორტრეტის შექმნაც.

როინაშვილი თბილისში მოქმედ ყველა კულტურულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციაში ირიცხებოდა. მისი ინიციატივით შეიქმნა „მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება“, თავის ატელიეში აწყობდა თეატრის რეპეტიციებს, საჩუქრად უგზავნიდა სოფლის ბიბლიოთეკებს წიგნებს. ცდილობდა, მოესწრო რაც შეიძლება მეტი...

52 წლის ასაკში ალექსანდრე როინაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ანდერძის მიხედვით, მისი  ქონება „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ გადაეცა.

„ის მოუკვდა ერს, მოუკვდა ქართველობას...“ - იწერებოდა „ივერიაში“.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება