სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N23 საჯარო სკოლა საერთაშორისო ფესტივალზე წარდგება
08-07-2021
-
+


„მეცნიერება მთავარ როლში“ - 19 ივნისს მეორე ეროვნული ფესტივალი გაიმართა, სადაც 19 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ნამუშევარი იყო წარდგენილი. ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლის პროექტმა „ელექტრობა ჩვენს ცხოვრებაში“ საბუნებისმეტყველო მეცნირებების მასწავლებლის ინგა შავაძის ხელმძღვანელობით, პროექტებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. სკოლა საერთაშორისო ფესტივალზე წარდგება, რომელიც პრაღაში 2022 წლის მარტში გაიმართება.

„19 ივნისს მეორე ეროვნული ფესტივალი გაიმართა „მეცნიერება მთავარ როლში“. წარმოდგენილი იყო 19 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ნამუშევარი. განსაკუთრებით აღსანიშნია ის ძალისხმევა, რომელიც თითოეულმა მონაწილე მასწავლებელმა გაწია ამ რთულ პერიოდში.

საერთაშორისო ფესტივალზე წარსადგენად ჟიურის გადაწყვეტილებით შეირჩა ოთხი პროექტი სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც საქართველოს სახელით წარსდგება საერთაშორისო ფესტივალზე პრაღაში 2022 წლის მარტში.  გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება მიექცა თუ რამდენად იყო პროექტში განხორციელებული კვლევა მოსწავლეთა მონაწილეობით. 
ეს  პროექტებია:

• საბუნებისმეტყველო მეცნიერებები პატარებისთვის - ელექტრობა ჩვენს ცხოვრებაში - ინგა შავაძე, სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლა.

• მრავალფეროვანი სასწავლო მიდგომები საბუნებისმეტყველო განათლებაში - ქალაქის ყოფა Covid-19 პანდემიის დროს, დანახული VI კლასის მოსწავლის თვალით, ინესა ბეჟანოვა, ქართული სასწავლებელი - თბილისი.

• შემოქმედებითი მიდგომა საბუნებისმეტყველო განათლებაში - STEAM  - მცენარეული საღებავების გამოყენების ტრადიციები საქართველოში- მარინე ბაგალიშვილი,  სსიპ ქალაქ თბილისის N145 საჯარო სკოლა.

• საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის - არა პოლიეთილენს! ქეთევან ედიბერიძე, სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისი 

დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს იმ სამუშაოსთვის, რომელიც მოსწავლეებთან განახორციელეს და ფესტივალის წარმატება განაპირობეს“, - წერია ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება