სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგრანტო პროექტში წარმატება მოიპოვეს
08-07-2021
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ამერიკის საელჩოს ახალგაზრდულ საგრანტო პროექტში - „თემის ელჩები“ ჩაერთვნენ და წარმატებაც მოიპოვეს.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა თემის გააქტიურება და მცირე პრობლემების გადაჭრა. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიარეს კვლევის მეთოდოლოგიის, პროექტის წერისა და მართვის ტრენინგები; სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე დაწერეს პროექტი „გზა განვითარებისაკენ“ და მიღებული დაფინანსებით სკოლა ტექნიკით აღჭურვეს.

პროექტში მონაწილებოდნენ აწყურის საჯარო სკოლის შემდეგი მოსწავლეები:

  1. ლიკა გაჩეჩილაძე;
  2. მარიამ ჭინჭარაძე;
  3. მარიამ ჩუბინიძე;
  4. ია ლაბაძე.
აწყურის საჯარო სკოლა ამაყობს მოსწავლეების მოპოვებული წარმატებით, რომლის შედეგად სკოლას გადაეცა ფერადი პრინტერი და ხმის გამაძლიერებელი.

პროექტის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება