სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დღეს ქართულის გამოცდაზე 3-მა აბიტურიენტმა დაიგვიანა - კორონავირუსის გამო, ამ დრომდე 50-მდე აპლიკანტი ვერ გამოცხადდა
05-07-2021
-
+


დღეს, ქართულის გამოცდაზე დაგვიანებით 3 აბიტურიენტი გამოცხადდა - კორონავირუსის გამო კი, ამ დრომდე 50-მდე აპლიკანტი ვერ გავიდა გამოცდაზე. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორე სესიაზე აბიტურიენტების 7%, პირველ სესიაზე კი 6% არ გამოცხადდა.

რაც შეეხება დაგვიანების შემთხვევებს, „ნაეკის“ ინფორმაციით, დღეს დილის სესიაზე 3-მა აბიტურიენტმა დაიგვიანა.

აღსანიშნავია, რომ გასული დღეების მონაცემებით კორონავირუსის ინფექციის დადასტურების გამო გამოცდაზე ჯამში 50-მდე აბიტურიენტი ვერ გავიდა. ისინი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას, ცენტრის მიერ დამატებით დანიშნულ სესიაზე ჩააბარებენ.

ხვალიდან აბიტურიენტები უცხოური ენების გამოცდას ჩააბარებენ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება