სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა შედგა
05-07-2021
-
+


პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლა. სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებდნენ

2021 წლის 6 ივნისს, ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში შედგა  პროექტის - „დაიცავი შენი წილი დედამიწა“ შემაჯამებელი შეხვედრა.  პროექტის ანგარიში წარმოადგინა მისმა ხელმძღვანელმა, სკოლის დირექტორმა, მანანა ჭუმბურიძემ. საინტერესოდ იქნა წარმოდგენილი  ახალი სკოლის მოდელში ჩართვის შემდეგ დაგეგმილი და განხორციელებული თითქმის ყველა აქტივობა. პრეზენტაციაში სრულად გაშუქდა პროექტის ბენეფიციარების აქტიურობის ამსახველი კადრები.

„ამავე შეხვედრაზე მოსწავლეებმა შეასრულეს რამდენიმე საინტერესო ნომერი გარემოს დაცვის თემატიკაზე. როგორც პროექტის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული, დაჯილდოვდნენ პროექტის ფარგლებში საკონკურსო აქტივობებში გამარჯვებული კლასები. ფასიანი საჩუქრები გადაეცათ კლასის დამრიგებლებს. 

შემაჯამებელ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლის წარმომადგენლები. შემაჯამებელი ანგარიში მოისმინა  და შეაფასა პროექტის მხარდამჭერმა,  ნანა გიორგობიანმა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს №1 საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის შეხვედრის მონაწილეებს ჩართულობისა და  პროექტის დადებითად შეფასებისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მზად ვართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად და ველით დღეს, როდესაც სკოლის ეზოში პირველი ზარი დაირეკება“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება