სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გეზათის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ტრენინგები წარმატებით გაიარეს
05-07-2021
-
+


პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია აბაშის მუნიციპალიტტის, გეზათის საჯარო სკოლა. სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებდნენ.

გეზათის საჯარო სკოლის ერთ-ერთი გამოწვევა იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. ამ მიმართულებით წარიმართა მუშაობა, რასაც ხელი შეუწყო საგნობრივმა ტრენინგებმა, რომელიც ტარდებოდა ონლაინ რეჟიმში, teams-ის პლატფორმაში და მუშაობა მიდიოდა ახალი სკოლის მოდელის მიმართულებით, კერძოდ კომპლექსური დავალებების, მატრიცებისა და გზამკვლევების შესახებ.

სკოლის ბაზაზე შეიქმნა USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფები. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ ლიდერი მასწავლებლები: მათემატიკა - იზაბელა გაბუნია და ზაირა რევაზიშვილი, ქართული ენა და ლიტერატურა - ქეთევან ვეკუა და ნინო მიქაუტაძე.

„პროგრამის ფარგლებში ლიდერმა მასწავლებლებმა გაიარეს ტრენინგები, რომელზეც გაეცვნენ ჯგუფების მუშაობის პრინციპს და გაერთიანდნენ პორტალზე „ჩემი სკოლა ჯი“. ლიდერი მასწავლებლები ატარებდნენ სამუშაო შეხვედრებს, რომლის მიზანი იყო სასწავლო ერთეულების გაცნობა და საგაკვეთილო პრაქტიკაში მათი რეალიზების საშუალებების ერთმანეთისთვის გაზიარება.

ლიდერ მასწავლებლებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მასწავლებელთა საქმიანობის გაუმჯობესებაში. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ კოლეგებთან, უზიარებენ ცოდნას და ეხმარებიან მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დანერგვაში“, - აღნიშნულია ინფრომაციაში, რომელიც Etaloni.ge-ს ლიდერმა მასწავლებელმა, ზაირა რევაზიშვილმა მიაწოდა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მზად ვართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად და ველით დღეს, როდესაც სკოლის ეზოში პირველი ზარი დაირეკება“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება