სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაზაფხულის სემესტრის მობილობას აცხადებს
11-01-2018
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაზაფხულის სემესტრის მობილობას აცხადებს. მობილობა შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზეა გამოცხადებული:

  • მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
  • ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
  • ფინანსების რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების  VI და VIII სემესტრებში.
  • ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
  • ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II და III სემესტრებში. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B1 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B1 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
  • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;
  • საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
  • საერთაშორისო მარკეტინგის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II და III სემესტრებში. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
  • სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 30 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
  • სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა - 1 ადგილი;  პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: სამართლის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
  • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
  • ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
  • საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ადგილი; საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B1 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B1 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
  • პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა - 1 ადგილი; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
  • მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების IV, VI და VIII სემესტრებში;
  • სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების IV, VI და VIII სემესტრებში;
  • ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების VI სემესტრში;
  • ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 4 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II, III, IV, VI, VII და VIII სემესტრებში;
  • ფარმაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა - 4 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II, IV, V, VI, VII და VIII სემესტრებში;
  • მედიცინის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების ყველა სემესტრში, გარდა მეთერთმეტე სემესტრისა;
  • სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამა - 4 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების ყველა სემესტრში;
  • ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს).
მობილობის პირველ ეტაპზე სტუდენტი რეგისტრირდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე eqe.ge 18 იანვრიდან 1 თებერვლის 18 საათამდე (https://students.eqe.ge/VacancyInfo).

სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით მოიპოვებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია 6 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით და მიმღებ კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;

• 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით); 

• სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);

• საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;

• ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;

• სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;

• ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება