სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მონაწილე აბასთუმნის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ დაასაჩუქრა
02-07-2021
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებული მონაწილეობისთვის დასაჩუქრდნენ. 

ადიგენის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპში აბასთუმნის საჯარო სკოლის მერვე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდა. მეორე ეტაპის ტესტირება ოთხმა მოსწავლემ გაიარა.

„ჩვენი სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ ელენე მაზაშვილმა, მეთე კლასის მოსწავლემ ვასილ ველიჯანაშვილმა და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა - ირინე ველიჯანაშვილმა და მარიამ ხანოიანცმა მონაწილეობა მიიღეს „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპში. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

ადიგენელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 16 ივნისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 72 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 18 ივნისს „ადიგენის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ადიგენელი მოსწავლე „ეტალონის“ და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება