სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ - პროექტი, რომელიც სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად
10-01-2018
-
+


პროექტის „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ მონაწილეებმა - საჯარო სკოლის დირექტორებმა და პროექტში ჩართულმა განათლების სპეციალისტებმა პირველი შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. 

შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გახსნეს.

შეხვედრა ორი ძირითადი მიმართულებით წარიმართა: დირექტორებმა, რომლებიც პროექტის ფარგლებში საერთაშორისო გამოცდილებას გაეცნენ, ისაუბრეს სკოლის შიდა შეფასებისა და განვითარების სისტემებზე (გერმანიაში, ჰოლანდიასა და დანიაში). დისკუსია გაიმართა საქართველოს სკოლებში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზეც.

„სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ სამწლიანი პროექტია, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია ქართული სკოლებისათვის სკოლის თვითშეფასებისა და განვითარების სისტემის მოდელების შემუშავება საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.

პროექტში „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ 15 სკოლაა ჩართული და სამ ეტაპად ხორციელდება: პირველი ეტაპი მოიცავდა მოწვეული ექსპერტების მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებსა და სასწავლო ტურებს დანიაში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. მეორე ეტაპი (რომელიც მიმდინარეობს) - სკოლის საჭიროებებზე მორგებული შეფასებისა და განვითარების მოდელების შემუშავებასა და პოლიტირებას გულისხმობს. ბოლო ეტაპი კი ითვალისწინებს კვლევას, ასევე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება