სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მოვუსმინოთ მასწავლებლებს“ - მიხეილ ჩხენკელმა პედაგოგებთან შეხვედრების ციკლი დაიწყო
08-01-2018
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, პედაგოგებთან შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მასწავლებლებს“ დაიწყო. 

პირველი შეხვედრა მინისტრმა საქართველოს სკოლების იმ წარმატებულ პედაგოგებთან გამართა, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წელს გამორჩეულად აქტიურები იყვნენ, ზრუნავდნენ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და საკლასო ოთახში, მოსწავლეებთან მუშაობაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს. პედაგოგებმა სურვილი გამოთქვეს გაუზიარონ მინისტრს გამოცდილება, ასევე ესაუბრონ სკოლის საჭიროებებზე, პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ რეკომენდაციები შესთავაზონ. ასეთი შეხვედრების მიზანი სწორედ  ღია საუბრია თემებზე, რომელიც სწავლა-სწავლების ხარისხს, მოსწავლეებს შორის და სკოლებში ბულინგის  საკითხების  გადაჭრას ეხება.

დღევანდელ შეხვედრაზე მასწავლებლებმა აქცენტები გააკეთეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  სქემაზე, დამამთავრებელ გამოცდებზე, სახელმძღვანელოებზე, მშობლებთან კომუნიკაციაზე და სხვა არაერთ მნიშვნელოვან თემაზე, რაც სასკოლო ცხოვრებას უკავშირდება.

მასწავლებლებთან დიალოგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და როგორც მინისტრი, ასევე სამინისტროს ყველა წარმომადგენელი მზად არის მოუსმინოს თითოეულ პედაგოგს და გაიზიაროს მათი მოსაზრებები.

შეხვედრის მონაწილე პედაგოგებს კლასის მართვის საკითხებზე ლიტერატურა გადაეცათ. ამასთან, ბულინგთან და ძალადობასთან დაკავშირებული საინფორმაციო ფლაერები, რომელსაც უახლოეს დღეებში ყველა მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი მიიღებს, რათა ინფორმირებულნი იყვნენ, თუ რას ეხება ბულინგი, რა არის ძალადობა და როგორ უნდა იმოქმედონ მსგავს სიტუაციებში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება