სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებისთვის ახალი საათობრივი ბადე ცნობილია
28-06-2021
-
+


საათობრივი ბადე საბაზო საფეხურისთვის უკვე ცნობილია და ქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებს შემდეგი დატვირთვით მოუწევთ სწავლა: VII-VIII-IX კლასებში ქართულ ენასა და ლიტერატურას კვირაში 5-5 საათი ეთმობა; მათემატიკასაც მოსწავლეები იგივე დატვირთვით ისწავლიან, სამაგიეროდ, ინგლისურ ენას VII კლასსა და VIII კლასის პირველ სემესტრში სამი საათი ეთმობა - მეორე სემესტრიდან IX კლასის ჩათვლით კი - 2-2; ისტორია VII კლასსა VIII კლასის პირველ სემესტრში 2-2- საათი ისწავლება, მერვე კლასის მეორე სემესტრიდან მცხრე კლასის ჩათვლით კი - 3-3 საათი.

მეორე უცხოურ ენას,  გეოგრაფიას, ბიოლოგიას, ფიზიკასა და სპორტს, სამივე კლასში 2-2- საათი აქვს დათმობილი;

„მოქალაქეობას“ VII კლასელები ორივე სემესტრში 2-2 საათი სწავლობენ, ხოლო VIII-IX კლასებში - თითო საათი; რაც შეეხება ქიმიას, საგნის სწავლება VIII კლასიდან იწყება და VIII-IX კლასებში 2-2- საათი ეთმობა, ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს VII-VIII კლასებში 1-1 საათი, IX კლასში კი არ ისწავლება.

ხელოვნებას და მუსიკას VII კლასში 2-2 საათი ეთმობა, VIII კლასის პირველ სემესტრში, ხელოვნება კვლავ 2 საათია, შემდეგ კი 1 საათი აკლდება, სამაგიეროდ, მუსიკას პირველ სემესტრში ეთმობა 1 საათი და მეორეში ემატება. რაც შეეხება IX კლასს - ხელოვნება I სემესტრში 1 საათი ისწავლება და მომდევნო სემესტრში 2 საათი ეთმობა, მუსიკა კი პირიქით - პირველ სემესტრში 2 საათია, მეორეში კი 1 საათი ხდება.

არჩევით საგნებს VII-VIII კლასებში თითო საათი ეთმობა, IX კლასში კი 1+1.

არჩევითი საგნებია:

I ხელოვნება: გამოყენებითი ხელოვნების რომელიმე დარგი (თექა, ხეზე კვეთა, მეთუნეობა, გობელენი და სხვ) - შრომა;

სახვითი ხელოვნების რომელიმე დარგი (ხატვა, ფერწერა, ძერწვა);

დიზაინი - თანამედროვე ტექნოლოგიები;

მუსიკა: თანამედროვე ტექნოლოგიები მუსიკაში მულტიმედია და მუსიკა გუნდი დრამა

II - ზუსტი საბუნებისმეტყველო მიმართულება და ტექნოლოგიები

რობოტექნიკა კოდირება (IX კლასი) ბუნებისმეტყველების ინტეგრირებული ლაბორატორიული კვლევები გარემოს მონიტორინგის საფუძვლები (ან VIII, ან IX კლასი).

ერთი სემესტრის განმავლობაში მოსწავლე/სკოლა არჩევითი საგნების ერთ-ერთი ბლოკიდან ირჩევს ერთ საგანს. IX კლასში სკოლა/მოსწავლე ან ერთი ბლოკიდან ირჩევს არჩევით საგანს და უთმობს 1 ან 2 საათს, ან ირჩევს ორივე ბლოკიდან და უთმობს თითო-თითო საათს. საბაზო საფეხურზე საგნების არჩევისას ერთხელ მაინც უნდა შეიცვალოს ბლოკი.

მოსწავლეებისთვის საათების ჯამური რაოდენობა სამივე კლასში 33-33 საათია; საათობრივი ბადე კი ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლებისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება