| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ბირთვული კვლევის ცენტრში (CERN-შვეიცარია) მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ასოცირებული წევრობის საკითხს ცერნში, რაც მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება როგორც მეცნიერების განვითარებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის. კერძოდ, ჩვენს მეცნიერებს შეეძლებათ საქართველოს სახელით მიიღონ მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით პროცესში, რომელიც ცერნში მიმდინარეობს, ხოლო ჩვენს მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს საშუალება ექნებათ იქ გააგრძელონ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.
როგორც ცნობილია ცერნი ეს არის უდიდესი ლაბორატორია, სადაც უამრავი ექსპერიმენტი ტარდება მაღალი ენერგიის ფიზიკაში. ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ეგიდით წარმოებული ყოველი სამუშაო არის საერთაშორისო მნიშვნელობის და მასში საქართველოს სახელით ჩვენი მეცნიერების მონაწილეობა ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალს კიდევ უფრო აამაღლებს.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება